ლონდონის ჩელსის ნახევარმცველმა მიხაილ ბალაკმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს ჟოზე მოურინიოს კომენტარების მოსმენას. და სხვა თავის თანაგუნდელებსაც იგივე ურჩია. თითქმის ყველა ინტერვიუში პორტუგალიელი სპეციალისტი ამბობს, რომ ჩელსის დამარცხება მისთვის არ არის რთული საქმე რადგანაც ძალიან ბევრი იცის ამ გუნდის შესახებ. ბალაკის თქმით ეს ფსიქოლოგიური დარტყმებია რომლებსაც მოგერიება სჭირდებათ. "დიახ ეს მართლაც ასეა. იგი ძალიან კარგად იცნობს ჩელსის. მაგრამ ჩვენ შევიცვალეთ. ჩელსი უკვე სულ სხვა გუნდია. თანაც მოედანზე სათამაშოდ გავლენ ინტერის ფეხბურთელები და არა ჟოზე მოურინიო. ეს იქნება ძალიან რთული და უშეღავათო დაპირისპირება."-განაცხადა გერმანელმა.
|