მილანის ინტერის ლიდერმა უესლი სნეიდერმა კატეგორიულად გამორიცხა მანჩესტერ იუნაიტედში გადაბარგება. ბოლო დროს პრესაში აქტიურად ჭორაობდნენ ჰოლანდიელი ფლეიმეიქერის ოლდ ტრაფორდზე მოხვედრის შესახებ, თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს ფაქტი რეალობას არ შეესაბამება.
სნეიდერმა იუნაიტედს კომპლიმენტი უძღვნა და განაცხადა, რომ ეს დიდი გუნდია, თუმცა თავად ფეხბურთელი ბედნიერი მილანურ გრანდშია: "მსურს თუ არა მანჩესტერში გადასვლა ? ჩემი პასუხი უარყოფითია, რადგანაც მე უკვე ვიპოვე ჩემი გუნდი. მანჩესტერი დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კლუბია, თუმცა ჩემი ტრანსფერი გამორიცხულია."-განაცხადა ჰოლანდიელმა Studio Ajax-თან საუბარში.
2010 წლის ტრიუმფის შემდეგ სნეიდერის სახელი მსოფლიო ვარვსკვლავების გვერდით ჩაიწერა და ბუნებრივია მისი თავისთან ხილვა ყველა გუნდს სურს, თუმცა როგორც აღმოჩნდა მისი მსურველები მასზე ოცნებას ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეშვან.
|