იუვენტუსს შესაძლოა გროსო და მელო დააკლდეს. ტურინის იუვენტუსს ინტერთან შაბათს გასამართ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში შესაძლოა ფაბიო გროსო და ფელიპე მელუ დააკლდეს, ორივე მათგანი დღეს ბებერი ქალბატონის დილის ვარჯიშზე დაშავდა.
La Gazzetta dello Sport"–ის ინფორმაციით, ბრაზილიელს ზურგი აწუხებს, გროსომ კი მუხლის ძველი ტრავმა გაიმიზეზა. მიუხედავად ამისა, ტურინელების თავკაცი ჩირო ფერარა იმედოვნებს, რომ შაბათს ორივე ეს ფეხბურთელი მოედანზე იქნება, ამის საბაბს კი მას როგორც ჩანს საექიმო შტაბის დასკვნა აძლევს.
|