იტალიური სერია A-ს აუტსაიდერ კატანიას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯანლუკა ატცორი გაათავისუფლეს. როგორც სააგენტო Reuters-ი იტყობინება, კლუბის ხელმძღვანელობამ კატანიას რთული მდგომარეობიდან გამოყვანა ლაციოს ყოფილ მცველს, სინიშა მიხაილოვიჩს მიანდო, რომელსაც აქამდე ინტერში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად უმუშავია (2006-2008), დამოუკიდებლად კი ბოლონია გაუწვრთნია (2008-2009). 40 წლის სერბი სპეციალისტი ბოლონიადან მიმდინარე წლის აპრილში დაითხოვეს და მას შემდეგ უმუშევარი იყო. რაც შეეხება მიხაილოვიჩის ახალ კლუბს, კატანია იტალიის ჩემპიონატის 15 ტურში მოპოვებული 9 ქულით, "სიენასთან” ერთად, სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება და ახალი მწვრთნელის ამოცანაც, რა თქმა უნდა, გუნდისთვის სერია A-ში ადგილის შენარჩუნება იქნება.
|