ორშაბათი, 13.05.2024, 20:13
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 22 » მანჩინი იტალიურ ბაზარს შეუტევს
12:01
მანჩინი იტალიურ ბაზარს შეუტევს

ინგლისური ტაბლოიდები აქტიურად განიხილავენ "მანჩესტერ სიტიში" რობერტო მანჩინის გათავკაცების საკითხს, რომელმაც გუშინ "ქალაქელთა" დამრიგებლის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა. The Sun-ი მტკიცებით, მანჩესტერელებსა და იტალიელ სპეციალისტს შორის შეთანხმება ორი კვირის წინ იქნა მიღწეული. ხელშეკრულების გაფორმებამდე, მანჩინიმ კლუბის ხელმძღვანელობისგან იმის გარანტია მოითხოვა, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში ახალ ფეხბურთელთა შესაძენად აუცილებლად გამოიყოფოდა სოლიდური თანხა, რაზეც აპენინელმა "სიტის" არაბი მფლობელისგან თანხმობა მიიღო.
მოკლედ, ინგლისში ყველა დარწმუნებულია, რომ მანჩინი მანჩესტერული გუნდის თავის ჭკუაზე გადაწყობას ეცდება. The Sun-ის ინფორმაციით, მოთამაშეთა შეძენის პარალელურად, იტალიელი მისთვის გამოუსადეგარ ფეხბურთელებსაც გამოემშვიდობება. პოტენციურ წამსვლელთა შორის, პირველ რიგში ჟულიენ ლესკოტი და უეინ ბრიჯი სახელდებიან. სხვათა შორის, ვიდრე ლესკოტი "სიტიში" გადაბარგდებოდა, მიმდინარე სეზონში მან რამდენიმე თამაში "ევერტონის" შემადგენლობაშიც ჩაატარა (აგვისტოში). ასე რომ, თუკი მას მანჩესტერიდან მართლაც გაუშვებენ, ფიფას კანონების მიხედვით, იგი სხვა გუნდში თამაშს ახალი სეზონის დაწყებამდე ვეღარ შეძლებს.
მანჩინის ყველაზე დიდ სატრანსფერო ოცნებას "იუვენტუსის" 25 წლის მცველის, ჯორჯო კიელინის შეძენა წარმოადგენს. რობერტოს აზრით, იგი კოლო ტურეს იდეალური მეწყვილე იქნება.
იტალიურ ბაზარზე 45 წლის სპეციალისტის სურვილები ამით არ ამოიწურება. მანჩინი თავისი ყოფილი კლუბიდან ორი მცველის გადაბირებას აპირებს - დუგლას მაიკონისა და ივან კორდობასი. მაიკონის შეძენის შემთხვევაში, "სიტის" ძირითადს დაემშვიდობება ამავე კლუბის აღზრდილი მიკა რიჩარდსი, ხოლო არგენტინელი პაბლო საბალეტას სასტარტოში მოხვედრის ისედაც მიზერული შანსი სულაც განულდება.
ცნობისთვის, ბრაზილიელი უკანახაზელი ბოლო პერიოდში ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას ანაზღაურების გამო. იგი თვლის, რომ საკუთარი კლასითა და შრომით გაცილებით დიდ ხელფასს იმსახურებს, ვიდრე აქვს. "სიტის" კი, თავისი არაბი მფლობელის მილიონებით, აშკარად შეუძლია მაიკონის სურვილის დაკმაყოფილება. ამდენად, მისი "გაქალაქელება" სრულიად შესაძლებელია. რაც შეეხება კოლუმბიელ კორდობას, იგი "ინტერის" ღირსებას 1999 წლიდან იცავს და ნაკლებადსავარაუდოა, მისი დატოვება მოისურვოს.
მანჩინის მილანური კლუბიდან კიდევ ერთი ფეხბურთელის, მარიო ბალოტელის წაყვანაც სურს, მაგრამ ამგვარი ხმების გავრცელებისთანავე, მასიმო მორატის კომენტარმაც არ დააყოვნა.
"სიტის" ხელმძღვანელები ოცნებაშიც ნუ დაუშვებენ, რომ ჩვენ მარიოს შეველევით. ბალოტელი მალე ჩვენი სიმბოლო გახდება. ნორმალურად მოაზროვნე პრეზიდენტები ასეთ ფეხბურთელებს არ ყიდიან", - კატეგორიული იყო მორატის პასუხი.
მოკლედ, იანვარში მანჩინის "იაფი" და იოლი ბაზარი არ ელის, მაგრამ იგი "სიტის" მილიონებით მაინც ეცდება მისთვის სასურველი ფეხბურთელების შეძენას.
ნანახია: 871 | დაამატა: inter | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 7
1 inter  
3
AR DAGEZAROT CAIKITXET 80 % INTERZE CERIA ... flag3

2 Batistuta  
4
inglisshi isdeac mevaseboda siti da exla es tu dainishna mitumetes ...
ise maikoni ar gaushvas interma tore udides shecdomas daushvebs ..

3 adribaba  
2
sagol inter dzma dzzn magari statiaa bevri giwvalia.....morati sagol ra datova yleze manchini mshvenieri pasuxi gasca..... nerazzuri loveinter flag3 flag1 flag2

4 Toldo  
2
ise maicons daniel alves mirchevnia, barcas ar unda gagvicvalos.( am santons rato ar atamashebs es chemisa maurinio isic balotelivit xeprea magram uagresad perspeqtiuli)

5 Batistuta  
2
au ara to, me maiconi mirchevnia ..

6 adribaba  
1
mec maiconi mirchevnia to......

7 interist  
0
sagool inter mmagari statiaaa..maicons rac sheexeba cavikitxe goal.comze magis interviu da ambobs didi siamovnebit davamtavrebdi intershi karierasoo cordobac 11celiaa intershiaa da shansiaa gadavides..balotelis rac sheexeba martaliaa magari igrokiaa mara magraaad ar mevaseba da aramarto me interis tipozebsac ar exatebat didad gulzee.. flag3 flag3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter