მილანის ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ განაცხადა, რომ იუვენტუსთან გასამართ უახლოეს მატჩს არც ისე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. იუვესთან მატჩის ნებისმიერი შედეგით დასრულების მიუხედავად სატურნირო ცხრილში ტურინელებზე წინ ვიქნებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ერთი ჩვეულებრივი შეხვედრაა, რომელში მოგებაც სამ ქულას მოგვიტანს, მარცხით კი ბევრი არაფერი დაშავდება. ჩვენ ლიდერები ვართ, ასე რომ სხვებზე ბევრად უკეთეს პოზიციაში ვიმყოფებით", – აღნიშნავს პორტუგალიელი.
|