ოთხშაბათი, 29.05.2024, 08:40
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ივნისი » 22 » პსჟ ეტოოს წელიწადში 15 მილიონს სთავაზობს
11:44
პსჟ ეტოოს წელიწადში 15 მილიონს სთავაზობს





მილანის "ინტერის” თავდამსხმელის, სამუელ ეტოოს "პარის სენ ჟერმენში” შესაძლო გადასვლის საკითხი კვლავ აქტუალურია. იტალიური პრესის ცნობით, დღეს ლეონარდო კამერუნელს შეხვდება და საფრანგეთში ერთად გადაბარგებაზე მის დაყოლიებას შეეცდება.
მართალია, ლეონარდო ოფიციალურად კვლავ "ინტერის” მთავარ მწვრთნელად ითვლება, მაგრამ საიდუმლო არავისთვისაა, რომ მალე იგი პსჟ-ს სპორტული დირექტორი გახდება. ცოტა ხნის წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეონარდოს გარდა, პარიზელებს გუნდში ჟერემი მენეზის, სამუელ ეტოოსა და ჟოზე მოურინიოს მიწვევაც სურდათ. მენეზი საფრანგეთში დაბრუნებასთან ახლოსაა, მოურინიოს მიერ პსჟ-ს ჩაბარება თავიდანვე არარეალურად ჩანდა, ხოლო ეტოოს "ინტერიდან” წასვლის შესაძლბელობა მილანელთა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გუშინ გამორიცხა. თუმცა, თუ Corriere dello Sport-ს დავუჯერებთ, პარიზელები 30 წლის კამერუნელ თავდამსხმელს წელიწადში თხუთმეტ მილიონ ევროს სთავაზობენ და ასეთი წინადადების უგულვებელყოფა ნამდვილად ძნელია.

ნანახია: 589 | დაამატა: interinio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 inter  
0
flag3 au ra peseje to , ik tu cavida amis dedac ra

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივნისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter