ურუგვაელმა თავდამსხმელმა ალვარო რეკობამ ბერძნული პანიონიოსი დატოვა და თავის ყოფილ კლუბში, ინტერში დაბრუნებას აპირებს, ამის შესახებ იტალიური წყაროები იტყობინებიან.
რეკობა მილანელთა ღირსებას 9 წლის განმავლობაში იცავდა, ამ დროის მანძილზე მან 175 მატჩი ჩაატარა და 53 გოლი გაიტანა. შემდეგ იყო ორწლიანი არენდა
ტორინოში, საიდანაც ის პანიონიოსში გადავიდა და 19 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.
|