პარასკევი, 29.03.2024, 13:55
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » აგვისტო » 28 » როგორი იქნება სეზონი 2011/12 ?
11:26
როგორი იქნება სეზონი 2011/12 ?


როგორი იქნება სერია A – ს 2011/12 სეზონი ? გთავაზობთ Goal.com – ის ჟურნალისტის, კარლო კარგანეზეს მიერ მომზადებულ საკმაოდ საინტერესო სტატიას…

                                                               აგვისტო

26 : სტატია გამოქვეყნებულ იქნა მსოფლიო ვებ-გვერდებზე და მისი წაკითხვა შეუძლია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული გუნდის, არამედ ნებისმიერი ფან-კლუბის წარმომადგენელს..

27 : კევინს-პრინს ბოატენგი სერი A – ს პირველი ტურის მატჩს, "კალიარის” წინააღმდეგ გამოტოვებს იმ მიზეზით, რომ იგი მიწვეულ იქნა მაიკლ ჯექსონის დაბადების დღეზე კალიფორნიაში.30 000 ამერიკელი გოგონა ჯერ კიდევ ამტკიცებს, რომ მაიკლი ცოცხალია ( ბოატენგი – "მთვარის მოტაცება” )

28 : "პალერმოს” პრეზიდენტი, მაურიციო ძამპარინი "ნოვარასთან” მატჩში შესვენებისას თანამდებობიდან უშვებს სტეფანო პიოლის, რამეთუ სიცილიელები 3-0 აგებენ.პიოლის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტს დელიო როსი დაიკავებს.

29 : "რომას” გულშემატკივრებმა იერიში მიიტანეს სამწვრთნელ ბაზაზე, ტიფოზები "ბოლონიასთან” გასვლით მატჩში მარცხით უკმაყოფილონი არიან…

31 : სატრანსფერო ფანჯარა იხურება.უესლი სნეიდერი "ინტერში” რჩება, Twitter – ზე კი წერს : "მე შენ მიყვარხარ”, – "მე უფრო მიყვარხარ” – პასუხობს უესლის ცოლი, იოლანტა…

                                                                 სექტემბერი

1 : ლუჩიანო მოჯი "იუვენტუსის” სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ : "მე ამ ბიუჯეტით სკუდეტოს მოვიგებდი”

7 : პაპარაცებმა ლეგენდარული ფეხბურთელი, ბრაზილიელი რონალდო პლიაჟზე მეტისმეტად დიდი მუცლით აღმოაჩინეს ( რონალდო ისვენებს… )

10 : "იუვენტუსი” პირველ ოფიციალურ მატჩს მართავს ახალ სტადიონზე.მშობლიურ ქალაქს უბრუნდება სებასტიან ჯოვინკო და ტურინელთა კარში ჰეტ-ტრიკს ასრულებს

25 : "პალერმო” "ლაციოსთან” მარცხდება.დელიო როსი სტეფანო პიოლიმ ჩაანაცვლა

                                                                 ოქტომბერი

1 : ზლატან იბრაჰიმოვიჩს "დელე ალპიზე” სტვენით ხვდებიან იმ განცხადების გამო, რომელიც შვედმა გააკეთა… ( იბრა – მე საუკეთესო ვარ )

19 : მარიო ბალოტელი ჩემპიონთა ლიგაზე "მილანის” მიერ "მანჩესტერ სიტის” დამარცხებას ზეიმობს, Youtube – ზე ჩნდება ვიდეო, რომელშიც შავკანიანი იტალიელი მღერის : "Oi Oi Oi, Pippo Inzaghi segna per noi”

25 : "პალერმო” "უდინეზესთან” მარცხდება.Pioli out, Rossi In…

31 : "მილანის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, მაურო ტასოტი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით ჯარიმდება, იმიტომ, რომ მან "რომას” თავკაც ლუის ენრიკეს დაარტყა, ესპანელი კი ნახევარ სისხლს კარგავს.ბრძოლაში დე როსი ერთვება ( დე როსი – წითელი ბარათი )

                                                               ნოემბერი

3 : "ტოტენჰემი" "ლაციოს” მასპინძლობს, რომაელები ლონდონის ქუჩებში არეულობას ქმნიან.ბრიტანული პრესა ამტკიცებს, რომ ყველაფერი რიგზეა…

20 : ფრანჩესკო ტოტი ლუის ენრიკეს განთავისუფლებას ითხოვს მას შემდეგ, რაც კაპიტანი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შემოვიდა "ლეჩესთან” მატჩში, ჯიალოროსიმ ის შეხვედრა 9-0 მოიგო… ( ტოტი მწვრთნელით უკმაყოფილოა )

21 : ლუის ენრიკე თანამდებობას ტოვებს…

23 : ფიპო ინძაგიმ რაულის რეკორდი მოხსნა ევროთასებზე გატანილი გოლების მხრივ…

24 : რაულმა ფიპო ინძაგის რეკორდი დაამხო ევროთასებზე გატანილი გოლების მხრივ…

27 : "პალერმო” შინ "ფიორენტინასთან” მარცხდება.როსი თანამდებობას ტოვებს, პიოლი სამუშაოს უბრუნდება

                                                               დეკემბერი

4 : მარკო მატერაცი 70 – ჯერ აცხადებს, რომ ზინედინ ზიდანს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2006 ჩადენილი დანაშაულის გამო ბოდიში ჯერაც არ მოუხდია ( მატერაცი ზიდანს ებრძვის )

18 : "პალერმო” სიცილიურ დერბიში "კატანიასთან” მარცხდება.სტეფანო პიოლის ადგილს მაურიციო ძამპარინი იკავებს და აცხადებს : "მინდა საჩუქარი გავუკეთო პალერმოს ფანებს.მწვრთნელი ახლა ნაკლებად საჭიროა…”

24 : უესლი სნეიდერი შობის დღესასწაულს გვილოცავს და Twitter – ზე აქვეყნებს : "ძალიან მიყვარხარ”, – "მე უფრო მეტად მიყვარხარ” – პასუხობს იოლანტა.

                                                              იანვარი

1 : სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და Tuttosport "იუვენტუსს” ლეო მესის, კრიშტიანო რონალდოსა და უენ რუნის უკავშირებს…

9 : კრისტიან ვიერი ფეხბურთს უბრუნდება.ლეგენდარული ფორვარდი კარიერას ბრაზილიაში განაგრძობს ( ვიერი – ის ბრუნდება ? )

14 : მილანური დერბი.სნეიდერი საშინელ პირველ ტაიმს ატარებს და ანგარიში როსონერის სასარგებლოდ 3-0.შესვენებისას სნეიდერმა ტრიბუნებზე ალექს ფერგიუსონი შენიშნა.საბოლოო შედეგი 4-3, ნერიაძურის სასარგებლოდ…

21 : ვინჩენცო იაკინტამ ვარჯიშზე ტკივილები იგრძნო.იტალიელი ფორვარდი უახლოეს რამოდენიმე კვირას გამოტოვებს…

31 : მთავარ მწვრთნელთან და თანაგუნდელებთან კამათის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი "რომაში” გადადის, კოცნის გერბს და აკეთებს პირველ კომენტარს : "ბავშვობიდან ჯილიაროსის გულშემატკივარი ვარ.ძალიან მინდა კარიერა აქ დავასრულო.”

                                                               თებერვალი

1 : ლუჩიანო მოჯი "იუვენტუსის” სატრანსფერო პოლიტიკას აკრიტიკებს

14 : ანტონიო კასანო გაგდებულ იქნა მილანიდან მას შემდეგ, რაც სილვიო ბერლუსკონის მიერ მოწყობილ საღამოზე იტალიელმა ფეხბურთელმა მოწვეული გოგონები ზედმეტად ასაკიანებად მიიჩნია…

19 : ვინჩენცო იაკინტამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.იტალიელი ფორვარდი უახლოეს რამოდენიმე კვირას გამოტოვებს…

                                                              აპრილი

12 : მილანი ჩემპიონთა ლიგიდან ვარდება.ბერლუსკონი და გალიანი როსონერის აქებენ : "საერთაშორისო არენაზე მილანი ყველაზე წარმატებული იტალიური კლუბია…”

17 : ვინჩენცო იაკინტამ ვარჯიშზე მუხლის არეში ტკივილები იგრძნო და რამოდენიმე კვირას ლაზარეთში დაჰყოფს.

21 : მირკო ვუჩინიჩი მოედნიდან გააძევეს მას შემდეგ, რაც "რომას” კარში გატანილი ჰეტ-ტრიკის შემდეგ უბრალოდ – გაიხადა ( ჩერნოგორიელის უცნაური აღნიშვნა )

27 : "ლეჩე” 10 ქულით ჯარიმდება იმ მიზეზით, რომ მათ არენდით აიყვანეს "მილანის” ნახევარმცველი როდნი სტრასერი, რომელიც გადაკეთებულ პასპორტს ფლობს.სინამდვილეში, სტრასერი 12 წლით დიდია ვიდრე ჩვენ გვგონია, იგი 1978 წელს დაიბადა… ( 21 წლის სტრასერი )


                                                              მაისი

5 : მილანური დერბი.მზადება ტრიბუნებზე, მარიო ბალოტელი – საპატიო სტუმარი.

12 : "ინტერი” "ლაციოს” წინააღმდეგ, გამარჯვება და სკუდეტო ნერიაძურისაა.მასპინძლები ორჯერ გადიან წინ, საბოლოოდ კი 2-4 აგებენ.”იუვენტუსი” ამარცხებს ატალანტას 2-0, ინტერი მილანისა და ნაპოლის შემდეგ მეოთხეა.მასიმო მორატი ჯუზეპე მაროტას მატჩების ჩაწყობასა და მსაჯების მოსყიდვაში ადანაშაულებს…

13 : ზედიზედ 22 მარცხის შემდემ მაურიციო ძამპარინი "პალერმოს” ტოვებს : "ყველა ფეხბურთელი გასაგდებია.” – აცხადებს მთავარი მწვრთნელი გენუაში მარცხის შემდეგ…

27 : "მილანი” იტალიის თასის მფლობელია.ალეშანდრე პატო და ბარბარა ბერლუსკონი ქორწინების შესახებ პირდაპირ ეთერში გვამცნობენ ( პატო და ბერლუსკონი )

28 : იტალია მორიგ საფეხბურთო სკანდალში გაეხვა.

30 : ჩეზარე პრანდელი ევრო 2012 – ის შემადგენლობას ასახელებს.ჩეზენას ფეხბურთელი, ჯანლუკა კომოტო უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ მისთვის იტალიაში დარჩენა უკეთესია.

31 : მარიო ბალოტელი მილანში გადადის…
ნანახია: 632 | დაამატა: interista | რეიტინგი: 3.0/4
სულ კომენტარები: 4
1 interinio  
-1

2 interinio  
-1
saintereso StatiA dzmA

3 interelia  
1
es yvelaferi i jurnalistis koshmaruli sizmari iyo tu ra moxda ver vimxvdi :D

4 forzajuve  
0
tyvnis dedas sheveci rac es statia tqveni dawerilia da dakopirebuli ar gaqvt

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter