შაბათი, 27.04.2024, 13:35
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

ჩემპიონთა ლიგა 2009–2010

 

ინტერი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
 
 
 
 
 
 
ფინალი

ინტერი 2-0 ბაიერნი
 
 
1/2 ფინალი

ინტერი 3-1 ბარსელონა

ბარსელონა 1-0 ინტერი
 
 
1/4 ფინალი

ინტერი 1-0 ცესკა (რუსეთი)
 
ცესკა (რუსეთი) 0-1 ინტერი
 
1/8 ფინალი

ინტერი 2-1 ჩელსი

ჩელსი 0-1 ინტერი
 
 
ჯგუფიF
 
 გუნდი
  
 
1
  ბარსელონა
1
11
3
2
1
7-3
4
2
  ინტერი
2
9
2
3
1
7-6
1
3
  რუბინი
3
6
1
3
2
4–7
-3
4
  დინამო კიევი
4
5
1
2
3
7–9
 -2
 
 
 
 
ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირები (მილანის ინტერი)
 
 
1.
 
დიეგო მილიტო
6
2.
 
ვესლი სნაიდერი
3
3.
 
სამუელ ეტო
 
დეიან სტანკოვიჩი
2
4.
 
მარიო ბალოტელი
 
ვალტერ სამუელი
 
დუგლას მაიკონი
 
ესტებან კამბიასო
 1
 
 
 
 
 
16 სექტემბერი
 
ინტერი
 
0–0
 
ბარსელონა (ესპანეთი)
 
29 სექტემბერი
 
რუბინ (რუსეთი)
 
1–1
 
ინტერი
 
20 ოქტომბერი
 
ინტერი
 
2–2
 
დინამო (კიევი)
 
 4  ნოემბერი
 
დინამი(კიევი)
 
1-2
 
ინტერი
 
24 ნოემბერი
 
ბარსელონა (ესპანეთი)
2-0
 
ინტერი
 
9 დეკემბერი
 
ინტერი
2-0
 
რუბინი (რუსეთი)
 
 
 
 
 
 
 
 

მილანის ინტერი საშინაო არენის კლუბად ითვლება. იტალიის სერია ა–ში მას გუნდი ვერ სჯობს და წელსაც გუნდი პირველ ადგილზე იმყოფება. ასე იყო რობერტო მანჩინის და ასეა ჯოზე მოურინიუს დროს.
მაგრამ კლუბის პრეზიდენტი მასიმო მორატი იმის გამოც წუხს, რომ მისი გუნდი საერთაშორისო არენაზე კარგა ხანია წარმატებას ვერ აღწევს და შესაძლოა, მომავალ წელსაც ჩემპიონთა ლიოგის ფინალმა მის გარეშე ჩაიაროს.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ინტერი ჩელსის დაუპირისპირდება. ჟოზე მოურინიუ ლონდონში ბრუნდება და დიდია შანსი იმისა, რომ მოურინიუ ორი მატჩის ჯამში დამარცხდეს.
სენიორ მორატი, კმაყოფილი ხართ კენჭისყრის შედეგებით?
– არა.
რატომ?
– სჯობდა, ჩელსის ფინალში შევხვედროდით. მიმაჩნია, რომ ძალიან რთული მეტოქე შეგვხვდა.
თქვენ ვის აირჩევდით?
– ახლა ამას აზრი აღარ აქვს.
– მოურინიუს ესაუბრეთ?
– დიახ.
რას ამბობს?
– გახარებული ნამდვილად არ არის, მაგრამ, როგორც მითხრა, საკმაოდ მოტივირებულია და არაფრის დათმობას აპირებს.
მას შემდეგ, რაც ბარსელონამ კიევში დინამო დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეთ და მერვედფინალის კენჭისყრისას, უკვე წინასწარ იცოდით, შედარებით რთული მოწინააღმდეგის პირისპირ რომ მოგიწევდათ თამაში.
– ჩვენ საზიზღრად ვითამაშეთ ბარსელონაში, რის გამოც ჯგუფური ეტაპის მეორე საფეხურზე დასრულება მოგვიხდა. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის პირველი სტადიის დასკვნითი შეხვედრა ყაზანის რუბინთან მშვენივრად ჩავატარეთ, რაც ფლეი–ოფში ასპარეზობისას ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს.
სეზონის წინ ნერაძურის გულშემატკივრებს დაპირდით, რომ გუნდი ნავსს გატეხდა და ჩემპიონთა ლიგაზე ამჯერად წარმატებით გამოვიდოდა...
– კარგად მახსოვს ნებისმიერი ჩემი დანაპირები და შევეცდებით, ჩვენი ერთგული ქომაგები არ გავაწბილოთ. ბოლოსდაბოლოს, ხომ უნდა დავამტკიცოთ, ევროპის საკლუბო ელიტაში რომ შევდივართ!
ვიმედოვნებ, წელს უკეთ გამოვალთ და ის კოშმარი, რაც ბოლო ორ გათამაშებაში ლივერპულსა და მანჩესტერ იუნაიტედთან წაგებებს მოჰყვა, აღარ განმეორდება.
მაინც, რა დაგაკლდათ ინგლისური ბარიერის დასაძლევად?
– მხოლოდ იღბალი. ვიმედოვნებ, ამჯერად ფორტუნა ზურგს არ შეგვაქცევს.
რომელ გუნდს უფრთხოდით ყველაზე მეტად მერვედფინალში?
– შიშით არც ერთის გვეშინოდა, სიფრთხილე კი ნებისმიერ მეტოქესთანაა გამოსაჩენი. ძალიან ძლიერად ჩაატარა ჯგუფური ეტაპი ბორდომ. გუნდი ტექნიკური და გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, კოლექტივი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
არსენალი ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა გუნდია, თუმცა, არც მის დამრიგებელს და არც მოთამაშეებს აკლიათ გამოცდილება. სევილიას რაც შეეხება, თუ ანდალუსიელებს ისე არ მივუდექი, როგორც მადრიდის რეალს, ან მანჩესტერ იუნაიტედს, წაგება არ აგცდება.
მაგრამ ახლა ამაზე საუბარი უკვე გვიანია. ჩვენი მეტოქე ლონდონის ჩელსია და ეს გუნდი აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, რადაც უნდა დაგვიჯდეს. ცუდია, ასეთი ძლიერი მეტოქე საწყის ეტაპზევე რომ შეგვხვდა, მაგრამ, რას ვიზამთ, ამას ვერსად გავექცევით.
თქვენზეც ასე ფიქრობენ ლონდონში...
– ძალიან კარგი.
საიტის მენიუ
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter