ფაილების კოტეგორიას
ევროპის ლიგა
| 23.12.2012, 12:05 |
უეფა-ს ევროპის ლიგა (ინგლ. UEFA Europa League) — საფეხბურთო ტურნირი ევროპის ქვეყნების კლუბებს შორის, რომლის ორგანიზატორია უეფა. უეფა-ს ევროპის ლიგა ყველაზე პოპულალური საკლუბო საფეხბურთო ტურნირია ევროპაში ჩემპიონთა ლიგის შემდეგ. კლუბების კვალიფიკაცია უეფა-ს ევროპის ლიგაზე დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგებისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში. ტურნირი, უეფა-ს თასის სახელწოდებით, 1971 წელს დაარსდა და მან შეცვალა საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, რომელიც 1955 წლიდან თამაშდებოდა. 1999 წელს უეფა-ს თასების მფლობელთა თასი გაუქმდა და გაერთიანდა უეფა-ს თასთან.[1] 2009 წელს ტურნირს სახელი გადაერქვა და ეწოდა უეფა-ს ევროპის ლიგა.[2] მადრიდის „ატლეტიკო“ თასის მოქმედი მფლობელია. მან 2012 წლის 9 მაისს, ბუქარესტში, ბილბაოს „ატლეტიკი“ დაამარცხა. სექციების სია [დამალვა] 1 ისტორია 1.1 ბაზრობათა თასი 1.2 უეფა 1.3 თასის შესახებ 2 ფინალები 3 სტატისტიკა 3.1 ქვეყნების მიხედვით 3.2 კლუბების მიხედვით 4 რესურსები ინტერნეტში 5 სქოლიო ისტორია [რედაქტირება]
ბაზრობათა თასი [რედაქტირება] ამჟამად ევროპის პრესტიჟულობით მეორე საკლუბო ტურნირი ფაქტობრივად არაფრისგან შეიქმნა. ამ შეჯიბრის დაარსების იდეა სამ ადამიანს - შვეიცარიელ ერნსტ ტომენს, იტალიელ ოტორინო ბარაზის და ინგლისელ სერ სტენლი როუზს ეკუთვნის. 1955 წლის 18 აპრილს ეს სამი პატივცემული ჩინოსანი ბაზელის შორიახლოს მდებარე რაიფელდენში შეიკრიბა და ტურნირის დაარსება გადაწყვიტა. შეჯიბრი იმ დიდი ქალაქების გუნდებს შორის გაიმართებოდა, სადაც იმ დროისთვის დიდი ბაზრობები ტარდებოდა. ასეთი ქალაქები მალე შეირჩა. ეს პატივი 12 ქალაქს - ბარსელონას, ბაზელს, ბირმინგემს, ვენას, ზაგრებს, კიოლნს, კოპენჰაგენს, ლოზანას, ლაიფციგს, ლონდონს, მილანსა და მაინის ფრანკფურტს ხვდა წილად. ამ შეჯიბრის გამართვით ტურნირის ორგანიზატორებს ორი კურდღლის დაჭერა სურთად; ერთი მხრივ ისინი ფეხბურთს გაუწევდნენ პოპულარიზაციას, მეორე მხრივ კი ბაზრობაზე ხალხს მიიზიდავდნენ, გააფართოვებდნენ ტურიზმის ინფრასტრუქტურას და დიდ ფინანსურ მოგებასაც ნახავდნენ.[3] ბაზრობათა თასის პირველი გათამაშება მთელი სამი წელი გაგრძელდა და ბარსელონას ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ასეთი გაწელილი სეზონი იმით იყო განპირობებული, რომ ორგანიზატორებს, იმ დღეებში როცა ბაზრობა არ იმართებოდა, მატჩების ორგანიზაცია უჭირდათ. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირში მონაწილეობის უფლება 12 ქალაქის გუნდს ჰქონდა, 1955-1958 წლებში გათამაშებაში მხოლოდ 10 ნაკრები იღებდა მონაწილეობას და მათ ერთმანეთში სულ 23 მატჩი გამართეს. ფინალში კატალონიელებმა ლონდონის ნაკრები დაამარცხეს. მომავალი სეზონი ერთი წლით ნაკლებ დროში ჩატარდა. 1958-1960 წლების ბაზრობათა თასის გათამაშებაში უკვე 16 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირისადმი ინტერესი დღითი დღე იზრდებოდა. შეჯიბრის ორგანიზატორებმა სულ მალე ახალი წესი შემოიღეს, რომლის თანახმადაც, ბაზრობათა თასზე ერთი ქვეყნიდან მხოლოდ ოთხი გუნდის დაშვება
უეფას თასის ძველი ლოგო შეიძლებოდა. კიდევ ერთ წელიწადში გუნდების რაოდენობა 32-მდე გაიზარდა, ხუთი წლის შემდეგ ბაზრობათა თასისთვის უკვე 48 გუნდი იბრძოდა, ხოლო 1969-1970 წლების სეზონში მათი რაოდენობა 64-მდე გაიზარდა. დღესდღეისობით უეფას თასზე 100-ზე მეტი კლუბი გამოდის რაც რეკორდია ნებისმიერი საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო ტურნირისათვის. გათამაშების პირველ წლებში ტურნირზე ესპანური და ინგლისური კლუბები დომინირებდნენ. ”რეალის” ევროტრიუმფით გამწარებული ბარსელონას ნაკრები სრული სერიოზულობით ეკიდებოდა აღნიშნულ შეჯიბრს და სამჯერ პირველობაც მოიპოვა. კატალონიელებს ოდნავ ჩამორჩნენ ვალენსიელები, რომლებმაც ტიტული ორჯერ მოიგეს. სამხრეთული კლუბების უპირატესობას ბოლო ”ლიდსმა” მოუღო, და პირველი ჩრდილოური გუნდი გახდა რომელმაც ოქროს მედლები მოიპოვა. ეს 1968 წელს მოხდა. სწორედ მაშინ დაიწყო ინგლისური კლუბების ექვსწლიანი ჰეგემონია. უეფა [რედაქტირება]
უეფა-ს 2007 წლის თასის ფინალი, გლაზგო. ბაზრობათა თასი წარმოუდგენლად პოპულარული ხდებოდა. საჭირო იყო მისი ორგანიზაციულ ჩარჩოში მოქცევა. 1971 წელს ეს მისია უეფამ ითავა და სულ მალე ტურნირს სახელიც გადაერქვა. ახალმა უეფას თასმა, რომელსაც ძველი ფორმატი თითქმის არ შეუცვლია, უფრო მეტი პოპულარობა შეიძინა. ძველი ბაზრობათა თასი კი სამუდამო მფლობელობაში რომელიმე გუნდს უნდა გადასცემოდა. დიდი ბჭობის შემდეგ გადაწყდა, პრიზს ერთმანეთში ტურნირის პირველი და ბოლო გამარჯვებულები გაათამაშებდნენ. ”ლიდსისა” და ”ბარსელონას” შეხვედრაში უფრო ძლიერნი ესპანელები გამოდგნენ. უეფას თასის პირველი მფლობელი კი ინგლისური ”ტოტენჰემი" გახდა, რომელმაც თანამემამულე ”ვულვერჰემპტონი” ორმატჩიან დუელში დაამარცხა.[4] 1979 წელს უეფამ ტურნირის ჩატარება ახალი ფორმატით გადაწყვიტა. დადგინდა სპეციალური ცხრილი, რომელიც თითოეული ქვეყნის კლუბების კოეფიციენტებს შეიცავდა ევროტურნირებზე ბოლო 5 წლის მოღვაწეობის მიხედვით. სწორედ ამ მეთოდით ხდებოდა ერთი ქვეყნიდან უეფას თასზე გამსვლელი კლუბების რაოდენობის დადგენა. რაც შეეხება 70-იანი წლების უეფას თასის გათამაშების ისტორიას, აქ უკვე დომინანტის როლი ჰოლანდიურმა, ბელგიურმა და გერმანულმა კლუბებმა იკისრეს. თითქმის ყველა ფინალი ამ ქვეყნების გუნდების მონაწილეობით თამაშდებოდა. ”ლიდსმა”, ”ლივერპულმა”, მოგვიანებით ”ტოტენჰემმა”, ასევე მიონხენგლადბახის ”ბორუსიამ”, ორ-ორჯერ შეძლეს აღნიშნულ ბრძოლაში გამარჯვების მოპივება. 1977 წელს ეს ტურინის ”იუვენტუსმა” მოახერხა. 80-იან წლებში პრესტიჟულობით მეორე საკლუბო ტურნირში გამარჯვება მადრიდის ”რეალმაც” დააჭაშნიკა, რომელმაც 1985 და 1986 წლებში ზედიზედ ორჯერ მოიგო უეფას თასი. იტალიური კლუბებიც საქმეს სერიოზულად მიუდგნენ. 1989 წლიდან მოყოლებული, უეფას თასთა აბსოლუტური უმრავლესობა აპენინურ კლუბებს დარჩათ. მარტო მილანის ”ინტერმა” 7 წელიწადში სამჯერ მოახეხა უეფას თასის მოპოვება. მანამდე რამდენიმე წლით ადრე უეფამ კიდევ ერთი წესი მიიღო რომელიც ძლიერ გუნდებს ერთმანეთისგან აცალკევებდა. ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ საკმაოდ ხშირი იყო შემთხვევები, როცა მეორე ან მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს ”ლივერპული და ”ვალენსია” ეჯახებოდნენ, ხოლო ანალოგიურ ეტაპზე ერთმანეთში ურთიერთობას მაკედონიის ”ჟელეზნიჩარი” და იაროსლავის ”შინიკი” არკვევდნენ. ამიტომაც აუცილებელი გახდა ამ წესის მიღება, რომლის მიხედვით შედარებით ძლიერი გუნდები ადრეულ ეტაპზე ერთმანეთს არ დაეჯახებოდნენ. უეფამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი, მეორე და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპებიდან გამოთიშული გუნდები ასევე მიიღებდნენ მონაწილეობას რანგით მეორე საკლუბო ტურნირში. 1999-2000 წლების სეზონიდან უეფას თასზე ავტომატურად ხვდებიან ეროვნული თასების მფლობელები. ადრე მათთვის სპეციალურად არსებობდა ცალკე ტურნირი, რომელსაც თასების მფლობელთა თასი ეწოდებოდა, მაგრამ ევროვული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა გადაწყვიტეს, რომ ტურნირი მომგებიანი არ იყო თანდათან უინტერესო ხდებოდა. საბოლოოდ 1999 წელს მისი გაუქმება გადაწყვიტეს.
უეფას თასი თასის შესახებ [რედაქტირება] ეს უბრალო მაგრამ მომხიბლავი ნაკეთობა 65 სმ სიმაღლისაა, სიგანეში 33 სმ, ხოლო სიღრმე - 23 სმ-ია. ფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ, ეს თასი შამპანურით ივსება და დაახლოებით 15 კგ-ს იწონის. აღნიშნული ქმნილება 1972 წელს მილანელმა ოსტატმა, ბერტონიმ დაამზადა და მაშინ ეს თასი დღევანდელი 30 ათასი ევროს ეკვივალენტი დაჯდა. მართალია, უეფას თასი ჩემპიონთა თასივით არ ბრწყინავს და სახელურებიც არ აქვს, მაგრამ მაინც ელეგანტურად გამოუყურება. უეფას თასი გარდამავალია. ტურნირის გამარჯვებული თასს ერთ წელს ინახავს, შემდეგ კი უეფა ამ გუნდს ნამდვილის ასლს, 4/5 ზომის თასს აძლევს და ორიგინალი მორიგ ფინალურ შეხვედრაზე მიაქვს, სადაც მას ახალი გამარჯვებული ჩაიბარებს. სამუდამოდ უეფას თასი მხოლოდ იმ გუნდს ჩაბარდება, რომელიც ტურნირს ზედიზედ სამჯერ მოიგებს, ან ტიტულების რაოდენობას ხუთამდე გაზრდის. ფინალები [რედაქტირება]
სეზონი გამარჯვებული ქვეყანა ანგარიში დამარცხებული ქვეყანა 1955-60 ბარსელონას ნაკრები ესპანეთი 2:2; 6:0 ლონდონის ნაკრები ინგლისი 1958-60 ბარსელონას ნაკრები ესპანეთი 0:0; 4:1 ბირმინგემის ნაკრები ინგლისი 1960-61 რომა იტალია 2:2; 2:0 ბირმინგემ სიტი ინგლისი 1961-62 ვალენსია ესპანეთი 6:2; 1:1 ბარსელონა ესპანეთი 1962-63 ვალენსია ესპანეთი 2:1; 2:0 დინამო ზაგრები იუგოსლავია 1963-64 რეალ სარაგოსა ესპანეთი 2:1 ვალენსია ესპანეთი 1964-65 ფერენცვაროში უნგრეთი 1:0 იუვენტუსი იტალია 1965-66 ბარსელონა ესპანეთი 0:1; 4:2 რეალ სარაგოსა ესპანეთი 1966-67 დინამო ზაგრები იუგოსლავია 2:0; 0:0 ლიდს იუნაიტედი ინგლისი 1967-68 ლიდს იუნაიტედი ინგლისი 1:0; 0:0 ფერენცვაროში უნგრეთი 1968-69 ნიუკასლ იუნაიტედი ინგლისი 3:0; 3:2 უიპეშტი უნგრეთი 1969-70 არსენალი ინგლისი 1:3; 3:0 ანდერლეხტი ბელგია 1970-71 ლიდს იუნაიტედი ინგლისი 2:2; 1:1 იუვენტუსი იტალია 1971-72 ტოტენჰემ ჰოტსპური ინგლისი 2:1; 1:1 ვულვერჰემპტონი ინგლისი 1972-73 ლივერპული ინგლისი 3:0; 0:2 ბორუსია მიონხენგლადბახი დას. გერმანია 1973-74 ფეიენოორდი ნიდერლანდი 2:2; 2:0 ტოტენჰემ ჰოტსპური ინგლისი 1974-75 ბორუსია მიონხენგლადბახი დას. გერმანია 0:0; 5:1 ტვენტე ნიდერლანდი 1975-76 ლივერპული ინგლისი 3:2; 1:1 ბრიუგე ბელგია 1976-77 იუვენტუსი იტალია 1:0; 1:2 ატლეტიკი ბილბაო ესპანეთი 1977-78 პსვ ნიდერლანდი 0:0; 3:0 ბასტია საფრანგეთი 1978-79 ბორუსია მიონხენგლადბახი დას. გერმანია 1:1; 1:0 ცრვენა ზვეზდა იუგოსლავია 1979-80 აინტრახტი დას. გერმანია 2:3; 1:0 ბორუსია მიონხენგლადბახი დას. გერმანია 1980-81 იფსვიჩ ტაუნი ინგლისი 3:2; 2:4 აზ '67 ნიდერლანდი 1981-82 გიოტერბორგი შვედეთი 1:0; 3:0 ჰამბურგი დას. გერმანია 1982-83 ანდერლეხტი ბელგია 1:0; 1:1 ბენფიკა პორტუგალია 1983-84 ტოტენჰემ ჰოტსპური ინგლისი 1:1; 4:3 პენ. ანდერლეხტი ბელგია 1984-85 რეალ მადრიდი ესპანეთი 3:2; 0:1 ვიდეოტონი უნგრეთი 1985-86 რეალ მადრიდი ესპანეთი 5:1; 0:2 კიოლნი დას. გერმანია 1986-87 გიოტერბორგი შვედეთი 1:0; 1:1 დანდი იუნაიტედი შოტლანდია 1987-88 ბაიერი ლევერკუზენი დას. გერმანია 0:3; 3:0; 3:2 პენ. ესპანიოლი ესპანეთი 1988-89 ნაპოლი იტალია 2:1; 3:3 შტუტგარტი დას. გერმანია 1989-90 იუვენტუსი იტალია 3:1; 0:0 ფიორენტინა იტალია 1990-91 ინტერი იტალია 2:0; 0:1 რომა იტალია 1991-92 აიაქსი ნიდერლანდი 2:2; 0:0 ტორინო იტალია 1992-93 იუვენტუსი იტალია 3:1; 3:2 ბორუსია დორტმუნდი გერმანია 1993-94 ინტერი იტალია 1:0; 1:0 ზალცბურგი ავსტრია 1994-95 პარმა იტალია 1:0; 1:1 იუვენტუსი იტალია 1995-96 ბაიერნი გერმანია 2:0; 3:1 ბორდო საფრანგეთი 1996-97 შალკე 04 გერმანია 1:0; 0:1; 4:1 პენ. ინტერი იტალია 1997-98 ინტერი იტალია 3:0 ლაციო იტალია 1998-99 პარმა იტალია 3:0 მარსელი საფრანგეთი 1999-00 გალათასარაი თურქეთი 0:0; 4:1 პენ. არსენალი ინგლისი 2000-01 ლივერპული ინგლისი 4:4; 5:4 დ.დ. ალავესი ესპანეთი 2001-02 ფეიენოორდი ნიდერლანდი 3:2 ბორუსია დორტმუნდი გერმანია 2002-03 პორტუ პორტუგალია 2:2; 3:2 დ.დ. სელტიკი შოტლანდია 2003-04 ვალენსია ესპანეთი 2:0 მარსელი საფრანგეთი 2004-05 ცსკა მოსკოვი რუსეთი 3:1 სპორტინგი პორტუგალია 2005-06 სევილია ესპანეთი 4:0 მიდლსბრო ინგლისი 2006-07 სევილია ესპანეთი 2:2; 3:1 პენ. ესპანიოლი ესპანეთი 2007-08 ზენიტი რუსეთი 2:0 რეინჯერსი შოტლანდია 2008-09 შახტარი უკრაინა 2:1 (დ.დ.) ვერდერი გერმანია 2009-10 ატლეტიკო მადრიდი ესპანეთი 1:0 ფულჰემი ინგლისი 2010-11 პორტუ პორტუგალია 2:1 (დ.დ.) ბრაგა პორტუგალია 2011-12 ატლეტიკო მადრიდი ესპანეთი 3:0 ატლეტიკი ესპანეთი
|
კატეგორია: ჩემი კატეგორიია | დაამატა: guarinidzveli
|
ნანახია: 618 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|
|