როგორც romanews.eu იტყობინება,რომასა და ინტერს შორის შეთანხმება მიღწეულია და ბრაზილიელ შემტევს ჟულიო ბაპტიშტას სულ მალე ინტერნაციონალეში ვიხილავთ.უკვე რამდენიმე კვირაა ამ ტრანსფერზე მიდის საუბარი,თუმცა საბოლოო წერტილი ჯერ კიდევ არ გამოჩენილა შეთანხმებაში.თუმცა ახლა გახდა ცნობილი,რომ ფეხბურთელის აგენტი ალესანდრო ლუჩი,რომას დირექტორი როსანა სენსი და კიდევ რამდენიმე რომაელთა თავკაცი ახალხანს დაბრუნდნენ მილანიდან,სადაც სავარაუდოდ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
ბაპტიშტას დედაქალაქური გუნდი ამ სეზონში არ სწყალობს.სულ 11 მატჩი ჩაატარა და აქედან მხოლოდ 1-ში იყო სასტარტო შემადგენლობაში.
ამ ტრანსფერზე აზრი ჟოზე მოურინიოსაც ჰკითხეს,რომელმაც შემდეგნაირად უპასუხა ჟურნალისტებს :
მომწონს თუ არა ბაპტიშტა? მე იმ ადამიანთა კატეგორიას გავეკუთვნები,ვინც თავის თავზე ფიქრობს და არ ტირის,როცა სამუელ ეტო`ოს ნაირი ფეხბურთელი აფრიკის თასზე მიემგზავრება.თუკი 31 იანვრამდე გუნდში ისეთი ფეხბურთელი გადმოვა ვინც ნახევარდაცვას დააბალანსებს და გააძლიერებს,ამას რათქმაუნდა მივესალმები და ვეცდები მაქსიმალურად გამოვიყენო
|