ხუთშაბათი, 28.03.2024, 23:37
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2010 » იანვარი » 21 » ინტერი – მოლანი (გუნდების შედარება)
15:00
ინტერი – მოლანი (გუნდების შედარება)
 

კვირას სერია ა–ში კერძოდ კი მილანში დიდი ციებცხელებაა,რადგან ერთი ქალაქის ორი გუნდი,ერთმანეთის ყველაზე პრინციპული მეტოქე ერთმანეთს დაუპირისპირდება.ქალაქი ორ ნაწილად გაიყოფა,ამ დუელმა შეიძლება ჩემპიონობის და სკუდეტოს ბედი გადაწყვიტოს

კვირას ცხრილის სათავეში მყოფი და მოქმედი ჩემპიონი "ინტერი",მნიშვნელოვან დერბიში თანაქალაქელ და ცხრილის მეორეადგილოსან "მილანს" მიიღებს."როსონერისათვის" ეს გასვლითი თამაში არ გამოდის რადგან ორივე გუნდი ერთ სტადიონზე თამაშობს.თუკი პირველადგილოსანი "ინტერი" ქულებს დაკარგავს "მილანის" ჩემპიონობის შანსი საგრძნობლად გაიზრდება,თუკი პირიქით მოხდება,რათქმაუნდა "ნერაძური" გაიმყარებს პოზიციებს და უფრო მიაუახლოვდება სკუდეტოს.მოდით ცოტა ახლოს განვიხილოთ ორივე გუნდის შანსები და შესაძლებლობები და გავარკვიოთ "ინტერი" მართლაც ძალიან ძლიერი და დაუმარცხებელია?და შეუძლია თუ არა "მილანს" ბრძოლა ჩემპიონობისათვის?

 

მეკარე:

"ინტერის" მეკარე ჟულიო სეზარი არა მარტო სერია ა–ს საუკეთესო მეკარედ ითვლება,არამედ მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესოა.ასევე არსებობენ ანალიტიკოსები რომლებიც ბრაზილიის ნაკრების მეკარეს მსოფლიოში საუკეთესოდ თვლიან.მეორე მხარეს კარში მისი წინამორბედი ნაკრებში ასევე ბრაზილიელი დიდა დგას.დიდას საუკეთესო პერიოდმა უკვე ჩაიარა და მან კარგა ხნით საუკეთესო ფორმაც დაკარგა,მაგრამ შრომითა და ბრძოლით კვლავ დაიკავა "მილანის" კარის დარაჯის ადგილი და საკმაოდ წარმატებითაც.ამ პოზიციაზე "ინტერს" მცირე უპირატესობა აქვს,რადგან სეზარი თავისი კარიერის პიკზეა,ხოლო დიდას საუკეთესო წლებმა უკვე ჩაიარა

დაცვა

ტრადიციულად ჟოზე მაურინიოს გაწვრთნილი გუნდები დაცვაში გამართულად თამაშობს.წელს "ინტერის" დაცვაში ლუსიო წამყვან ფიგურად მოგვევლინა,რომელიც თავის საქმეს თითქმის ყოველთვის კარგად ასრულებს.კარგად გამოიყურებიან მაიკონი და კივუ,რომლებიც ტრამვირებულები არაიან.რაც შეეხება "მილანის" დაცვას,მათი ამ პოზიციაზე წარმატება ნესტას დამსახურებაა.მას შემდეგ რაც ალესანდრომ ტრამვა მოიშუშა დაბრუნდა და "როსონერის" დაცვასაც სტაბილურობა დაუბრუნა.ტიაგო სილვას სახით მან შესანიშნავი პარტნიორი შეიძინა და შეიქმნა ისეთივე ძლიერი დუეტი როგორიც მას პაოლო მალდინთან ერთად ჰქონდა.დაცვაში ინტერს მეტი არჩევანი აქვს ვიდრე მილანს.

ნახევარდაცვა

ჟოზე მაურინიოს სამუელ ეტოოს აფრიკის თასზე წასვლის გამო ფორმატის შეცვლა მოუხდა.მას ორი ცენტრალური ფეხბურთელი ყავს რომელიც დაცვის წინ ითამაშებს.მათ წინ ვესლი სნეიდერი რომელიც ბურთს ანაწილებს და შეტევების წამომწყებია.პრობლემაა ნახევარდაცვაში დამცველობითი ფუნქციის ფეხბურთელებისა,მათ ტრამვები აქვთ,ზოგი კი ფორმაში არაა.'მილანში" შესანიშნავად გრძნობს თავს ანდრეა პირლო,მას გატუზოს,ამბროზინისა და ფლამინისთან ერთად შეუძლიათ კარგად შეითავსონ დაცვის ფუნქციაც და შეუტიონ კიდეც,ისინი შეძლებენ ზეედორფის დანაკლისის აღმოფხვრას.დევიდ ბქჰემის სახით კი მნიშვნელოვანი ძალა შეემატა "როსონერის".პრინციპში ამ პოზიციაზე დიდი განსხვავება გუნდებს შორის არაა,მაგრამ "მილანი" ამ დროისათვის ერთი ნაბიჯით მაინც წინაა,"ინტერში" კი ცოტა პრობლემებია და ნაკლები არჩევანია.

თავდასხმა

სამუელ ეტოოს არყოფნის გამო მთელი ყურადღება დიეგო მილიტოზეა გადატანილი.ასევე 4–3–3 სისტემაში ადგილი ბალოტელისთვის და ახალწვეული პანდევისათვისაც არის.მიმდინარე წელს "ინტერს" ყველაზე სახიფათო თავდასხმა ჰყავს სერია ა–ში,მაგრამ სამუელ ეტოოს გარეშე არცისე ძლიერი.ამ პოზიციაზე საწუწუნო არც მილანის მეორე გუნდს აქვს საქმე.შესანიშნავ ფორმაშია რონალდინიო,რომელსაც გოლგოლზე გააქვს,ხშირ შემთხვევაში უგოლოდ არც მარკო ბორიელო ტოვებს მოედანს.ამჟამად ტრამვირებულია კიდევ ერთი გოლეადორი პატო,ხოლო სათადარიგო შემადგენლობაში არ უნდა დაგვავიწყდეს სუპერ პიპო და კლაას იან ჰუნტელაარი.ამ პოზიციაზე რონალდინიოს შესანიშნავი ფორმა უპირატესობას მილანისაკენ გადახრის.

მწვრთნელი

საკმაოდ უცნაური პორტუგალიელი სპეციალისტი ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია ბოლო პერიოდის,რომელმაც ბევრ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა გუნდებთან ერთად.რაც შეეხება ლეონარდოს,ის დებიუტანტია,მას არ ჰქონდა წარმატებული სტარტი ამ პოზიციაზე მაგრამ ბრაზილიელმა შეინარჩუნა საკუთარი თავის რწმენა და შეძლო გულშემატკივარისა და ხელმძღვანელობის ნდობის გამართლება.თუკი მაურინიოს წარმატებებს გადავხედავთ უპირატესობა მის მხარესაა,მაგრამ ლეონარდოს ყველაფერი წინ აქვს.კვირას მას შეუძლია თავის კარიერაში კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგას.

ნანახია: 796 | დაამატა: adriano10 | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 3
1 adribaba  
2
mec egre vpiqrob rom naxevardacvashi movikochlebt cotas

2 interinio  
1
Magari smailebia...
galiani galiani galiani galiani galiani galiani galiani

3 interist  
1
sagoool kai statiaaa ikoooo.. auu raa ra cud dros vxvdebit amat amati... :D lolmilan lolmilan lolmilan loveinter loveinter loveinter

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter