მასიმო მორატი ინტერს მოთხოვნას უყენებს და მოუწოდებს იუვენტუსის დამარცხებისაკენ იტალიის თასის 1/4 ფინალში,რომელიც ხუთშაბათს საღამოს გაიმართება. ინტერი მზადაა იუვენტუსი ბრძოლაში გამოიწვიოს და ნოკაუტში ჩააგდოს იტალიის თასისათვის ბრძოლაში.ინტერის პრეზიდენტი გუნდს დადებითი შედეგის მიღწევისაკენ მოუწოდებს,რათა შემდეგ მომავალი მეტოქის დასამარცხებლად მოემზადნონ.
საიდუმლო არ არის რომ იტალიის თასი საშუალო გუნდებს არ აღუმართავთ, ნერაძურისა და იუვენტუსის დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა, ამჟამინდელ შეხვედრას განსაკუთრებლ ინტრიგას ისიც მატებს,რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ფერარა აუცილებლად დატოვებს გუნდს.ასევე ამ თამაშში გამარჯვება კარგი საჩუქარი იქნება საიუბილეოდ მაურინიოსათვის.
|