ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მაურინიომ განაცხადა რომ სამუელ ეტოოს აფრიკის თასიდან დაბრუნების შემდეგ ძირითადში ადგილი გარანტირებული არ აქვს "ეტოო არ უნდა ელოდეს რომ მას წითელ ხალიჩას გავუფენთ.იგი 100%–ით უნდა ჩადგეს ფორმაში.მისთვის დასვენება ყველაზე კარგი ვარიანტია."– განაცხადა პორტუგალიელმა გუნდის ოფიციალურ საიტთან.
კამერუნელს შაბათს არ უვარჯიშია,ის კონსულტაციას გადის ფიზიოტერაპევტთან მუხლის დაზიანების გამო.
|