ინტერის მთავარმა მწვრთნელმა თავისი მწუხარება გამოხატა ჩირო ფერარას გუნდიდან გაშვების ფაქტზე.
ჟოზე მოურინიო: მე ყოველთვის განვიცდი როცა ჩემი რომელიმე კოლეგა უმუშევარი რჩება,მაგრამ ასევე ძალიან მიხარია როცა ისინი ახალ გუნდს ჩაუდგებიან სათავეში.მაგალითად დამწუხრებული ვიყავი როდესაც ლუჩანო სპალეტი წავიდა რომადან,მაგრამ ძალიან გამიხარდა როდესაც რანიერი ისევ შეუდგა საქმიანობას.ვწუხვარ რომ "იუვენტუსის" ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა მწვრთნელი ჩირო ფერარა დაითხოვა,მაგრამ მიხარია ძაკერონის გამო,რომელიც როგორც იქნა დაუბრუნდა თავის სამწვრთნელო საქმიანობას."– განაცხადა მაურინიომ.
|