არნაუტოვიჩმა მაურინიოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა
მე ინტერში ვრჩები და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის,რომ მაურინიომ აღარ მითხრას რომ გუნდში არ ვჭირდები.ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე.ჟოზე ხშირად მეუბნება,რომ დიდი ტალანტი გამაჩნია და ჩემთან მუშაობა შეიძლება,მაგრამ ასევე ამატებს,რომ მარტო ტალანტი და ნიჭი საკმარისი არაა.
ერთი მხრივ იტალიაში ბედნიერი ვარ,მაგრამ მეორეს მხრივ შეცვლაზეც კი არ მიწევს შესვლა,ძირითადზე რომ არაფერი ვთქვა.
მაურინიოს მკაცრი მუშაობა უყვარს,ინგლისურ სტილში,მაგრამ იგი არ შეესაბამება ჩემს მომზადების დონეს.მაგრამ მოგვიანებით გავეცანი მის მენტალიტეტს და ვარჯიშის სტილსაც შევეგუე.მე გვიანობით ხშირად ვჭამდი და ძალიან ცოტა მეძინა.შეიძლება ითქვას რომ ტიპიური თინეიჯერის ცხოვრებით ვცხოვრობდი,რაც პროფესიონალი ფეხბურთელისათვის დაუშვებელია.მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა,ადრე ვიძინებ და დროის ყველა მონაკვეთს მკაცრად ვაკონტროლებ და ვანაწილებ.მაურინიომ გამაფრთხილა,თუკი ისეთ ნიუანსებს როგორიც ძილი და კვებაა ყურადღებას არ მიაქცევ,ვერასდროს შეძლებ მაღალ დონეზე თამაშსო.
ჟოზე ძალიან ძლიერი პიროვნებაა,იგი ყოველთვის კონცენტრირებული თავის საქმეზე და აკეთებს იმას რაც უნდა და სხვისი აზრი ნაკლებად აინტერესებს."
შეგახსენებთ,რომ მარკო მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა და საერთო ჯამში 58 წუთი ითამაშა.