ინტერის მთავარი მწვრთნელი მაურინიო აცხადებს რომ კონფლიქტი მასსა და ბალოტელს შორის იტალიის თასის ნახევარფინალში,პრესის გამოგონილია. მეორე ტაიმის შუა პერიოდში,მას შემდეგ რაც მაურინიომ შეამჩნია რომ ბალოტელი არ ჩავიდა საკუთარ საჯარიმოში,როდესაც "ფიორენტინა" კუთხურის მოსაწოდებლად ემზადებოდა,ამით უკმაყოფილომ ფეხბურთელი შეცვალა.ბალოტელი კი აშკარად უკმაყოფილო დარჩა ამ გადაწყვეტილებით და პირდაპირ გასახდელს მიაშურა,ნაცვლად იმისა რომ სათადარიგოთა სკამზე დამჯდარიყო და თამაშისათვის ეყურებია.
"ჩემთვის სულერთია რას ფიქრობს პრესა ჩვენს ურთიერთობაზე.მე მომეწონა მისი თამაში "კიევოსთან,"მილანთან","იუვენტუსთან","ფიორენტინასთან",მაგრამ იგი იდეალური ფეხბურთელი არ არის ჩემთვის.მას უნდა დაევიწყებია დაკარგული ლინზები და ჩასულიყო დაცვაში სათამაშოდ.
მე ხუმრობით ვუთხარი მას თვალებიც რომ დაგეკარგა მაინც უნდა ჩასულიყავი საჯარიმოშითქო.მაგრამ ჩვენს შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობს,იგი ჩვენთან ერთადაა და ემზადება მომავალი მატჩისათვის.ის შევცვალე მიტომ რომ იძულებული ვიყავი ერთი ფორვარდი მომეხსნა თამაშიდან და არჩევანი მასზე იმიტომ გავაკეთე რომ შევამჩნიე რომ უჭირდა ბოლომდე თამაში."
|