მილანის ინტერის წამყვანი ნახევამრცველი, ტიაგო მოტა ჟურნალისტებს ესაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელის განცხადებით, სკუდეტოსათვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და ის სერია "ა"–ს ბოლო ტურამდე გაგრძელდება.
მას შემდეგ, რაც ნერაძურამ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ამჯერად კალიარი გაანადგურა, ყველა კრიტიკოსი გადაჭრით აცხადებდა, რომ სკუდეტოსათვის ბრძოლა დასრულდა, ომში გამარჯვება კი ინტერმა მოიპოვა. ამის მიუხედავად, მოტას განსხვავებული მოსაზრება აქვს. ბრძოლა არ დასრულებულა, ეს არის ჩემპიონატი, სადაც მოდუნებას დამღუპველი შედეგი მოსდევს, ჩვენ ძალიან სერიოზული მოწინააღმდეგეები გვყავს დასამარცხებელი."–განაცხადა ტიაგომ Sky Sport-ტან ინტერვიუში. ბევრს ჰგონია, რომ ჩვენ უკვე ჩემპიონები ვართ, მაგრამ სიტუაციის ჩაფლავებას, მხოლოდ ერთი–ორი შეცდომა განსაზღვრავს, ამისგან კი დაზღვეული არავინ არ არის. ასე, რომ სკუდეტოსათვის საკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა სწორედ ახლა იწყება.
რაც შეეხება დასასრულს, ეს მხოლოდ ბოლო ტურებში შეწყდება. ომი მოვიგეთ, მაგრამ ბრძოლა წინაა...
–დაასრულა მოტამ
|