ცნობილმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუკა პალიუკამ თვის მოლოდინზე ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის,კერძოდ "ჩელსისა" და "ინტერის" დაპირისპირების წინ "ვფიქრობ "ინტერი" კომპაქტურად ითამაშებს,ისე როგორაც ცდილობდა "სამპდორიასთან".ჟულიო სეზარის ავარია?ასეთ მნიშვნელოვან თამაშში ის უნდა გავიდეს მოედანზე,თუკი ამას ვერ შეძლებს მაშინ მათ ჰყავთ კასტელაცი. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, "ჩელსი" არ ბრწყინავს დაცვაში და "ინტერს" შეუძლია ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.სამაგიეროდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს დროგბა და განსაკუთრებული ყურადღება მას უნდა დაუთმონ."
|