მილანის "ინტერის" ყოფილი ნახევარმცველი ნიკოლა ბერტი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაზე საუბრობს, სადაც მაურინიოს შეგირდები ანჩელოტის დამოძღვრილ გუნდს დაუპირისპირდნენ, გასული მატჩი იტალიელთა სასარგებლოდ 1–0 დასრულდა. შეიძლება ბევრისთვის ეს მოულოდნელიც კი იყო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – "ნერაძურა" ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/4 ფინალშია.
"მაურინიო ბრწყინვალე ტაქტიკოსია, მან ხომ ევროპის ერთ–ერთი უძლიერესი კლუბი (მწვრთნელითურთ) დაამარცხა და საკუთარი გუნდი ჩემპიონთა ლიგის შემდგომ ეტაპზე გაიყვანა. პორტუგალიელმა ისეთი მაღალი დონის სპეციალისტის დაჯაბნა მოახერხა, როგორიც კარლო ანჩელოტია, ეს კი მხოლოდ ერთეულების ხვედრია." – აცხადებს ნიკოლა ბერტი.
"მთელი გუნდი თავდაუზოგავად იბრძოდა, ინტერის ფეხბურთელებმა მართლაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს."
"ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ტრილერის საუკეთესო პერსონაჟები – უესლი სნეიდერი და ლუსიო არიან, მათ ორივე შეხვედრაში მშვენივრად იასპარეზეს და საკუთარი გუნდის წარმატებაში ლომის წვლილი შეიტანეს."
და ბოლოს... "მაურინიო გენიოსია!" – ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა "ინტერის" ყველა დროის ერთ–ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა – ნიკოლა ბერტიმ.
|