"ინტერის” მთავარი პრობლემა ამ მატჩში შეიძლება იყოს მეტოქის შეუფასებლობა. სხვადასხვა ვარიანტებიდან "ინტერს” კენჭისყრამ მეტოქედ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი "ცსკა” არგუნა. თუკი მაურინიოს შეგირდები ყურადღებას არ მოადუნებენ, მაშინ ამ მატჩში მათ გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეთ, თანაც მიმდინარე სეზონში იტალიელებს ლიგის ფინალში გასვლა სურთ.
მატჩის და საერთოდ ლიგის აუტსაიდერის სტატუსით მოსარგებლე "ცსკას” მოთამაშეებზე შეიძლება ამ ყველაფერმა უკეთესადაც იმოქმედოს, მოსკოველები ამ მატჩშიც ბოლომდე იბრძოლებენ და შეეცდებიან "ინტერს” ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ.
მოსალოდნელი შერკინებები
სნეიდერი – ალბონინი, შემბერასი
იმის გათვალისწინებით, რომ "ჩელსისთან” დაპირისპირებაში ჰოლანდიელ ფეხბურთელს გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელებთან არ გასჭირვებია "თავისი ფეხბურთის თამაში”, "ცსკას” მოთამაშეებთანაც არ უნდა გაუჭირდეს მაღალ დონეზე ასპარეზობა.
მილიტო – იგნაშევიჩი, ბერეზუცკი
მიმდინარე სეზონში არგენტინელი თავდამსხმელი შესანიშნავად ასპარეზობს, ამ მატჩშიც მისი მთავარი ამოცანა გოლის გატანა იქნება, მოსკოველთა მთავარი ამოცანა კი სწორედ მისი შეჩერება იქნება.
მაიკონი – შენიკოვი
ლიგის გასულ ეტაპზე ახალგაზრდა მცველმა მოახერხა ძლიერი ხესუს ნავასის შეჩერება, ამჯერად მას კვლავაც რთული ამოცანა აქვს შესასრულებელი. შეიძლება ითქვას ეს ორი მოთამაშე ერთმანეთის "პირდაპირი მოწინააღმდეგენი” არიან.
ჰონდა – ჟულიო სეზარი
ჰონდამ ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე ორჯერ მოახერხა ჯარიმიდან გოლის გატანა, ჟულიო სეზარი კი შეეცდება იაპონელის წარმატებული თამაში სტანდარტული მდგომარეობებიდან შეაჩეროს.
კრასიჩი – ძანეტი
სერბი ძალიან სწრაფია, რის გამოც ძანეტის გაუჭირდება მის წინააღმდეგ თამაში. ორივე მოთამაშისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩი იქნება.
მწვრთნელების განცხადება
ჟოზე მაურინიო (ინტერი)
"რუსები ფიზიკურად ძლიერები არიან, მაგრამ მათ სეზონი მხოლოდ ახლა დაიწყეს. მათი თამაშის სტილმა შეიძლება ბევრი პრობლემა შეგვიქმნას. მათ სწრაფი ფეხბურთელებიც ყავთ, რომელთა შეჩერებაც უნდა მოახერხონ ჩემმა შეგირდებმა, თანაც ცსკა გასვლაზე კარგად თამაშობს.”
ლეონიდ სლუცკი (ცსკა)
"ინტერი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ კარგად ვთამაშობთ და იმედი მაქვს "ინტერთანაც” წარმატებულად ვიასპარეზებთ. ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია – ცსკა ბოლომდე იბრძოლებს!”
სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი: ჟულიო სეზარი, მაიკონი, სამუელი, კივუ, ძანეტი, სტანკოვიჩი, კამბიასო, სნეიდერი, ეტო’ო, პანდევი, მილიტო
ცსკა: აკინფეევი, ა. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ბ. ბერეზუცკი, შენიკოვი, ალდონინი, შემბერასი, კრასიჩი, ჰონდა, მარკ გონსალესი, ნეციდი
ტრავმირებული მოთამაშეები: სანტონი (ინტერი)
კითხვის ნიშნის ქვეშ: მარკ გონსალესი, ჰონდა (ორივე – ცსკა)
დისკვალიფიცირებულნი: ლუსიომ, მოტა (ორივე – ინტერი)