მილანის ინტერმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე მოსკოვის ცსკა 1-0 დაამარცხა… მთელი თამაშის განმავლობაში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რაც ბურთის ფლობის პროცენტულ მაჩველებელზეც აისახა 57 % – 43 %. ჟოზე მაურინიოს შეგირდებმა რამოდენიმე კარგი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ მასპინძლებმა გამარჯვება მაინც მოახერხეს, მეორე ტაიმში 65-ე წუთზე "ნერიაძურის” არგენტინელმა თავდამსხმელმა მილიტომ ამ მატჩში ერთდაერთი გოლის გატანა შეძლო. განმეორებითი შეხვედრა ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, 6 აპრილს გაიმართება, ამჯერად მასპინძლის სტატუსით არა "ინტერი”, არამედ "ცსკა” ისარგებლებს, ალბათ მიხვდით, რომ დაპირისპირება "ცსკას” სტადიონზე "ლუჟნიკებზე” შედგება. წყვილის ფავორიტი კი "ინტერია”.
31 მარტი 2010
მილანი, სტადიონი სან სირო ინტერი 1–0 ცსკა გოლი: მილიტო, 65
ინტერი: ჟულიო სეზარი, მაიკონი, მატერაცი, სამუელი, ძანეტი, სტანკოვიჩი, კამბიასო, სნეიდერი, ეტო’ო , პანდევი (მარიგა, 90+2), მილიტო
ცსკა: აკინფეევი, ბ. ბერეზუცკი, ა. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი, ალდონინი (რახიმიჩი, 75), შემბერასი,კრასიჩი, მამაევი (მარკ გონსალესი, 73), ჰონდა (ძაგოევი, 69), ნეციდი
გაფრთხილება: მატერაცი – კრასიჩი
მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი)
|