მილანის "ინტერი" ფრანგული "ლიონის" ნახევარმცველის, მიშელ ბასტოსისთვის ბრძოლაში ჩაება, ამის შესახებ "სქაი იტალია" იტყობინება.
"ნერაძური" მზად არის, ფეხბურთელის სანაცვლოდ "ოლიმპიკს" 18 მილიონი ევრო შესთავაზოს. მის გადაბირებაში მილანურ გრანდს თანაქალაქელები და ტურინის "იუვენტუსი" გაუწევენ. ცნობილია, რომ თავად ბასტოსი იტალიაში გადაბარგებაზე თანახმაა და უპირატესობას იმ გუნდს მიანიჭებს, რომელსაც უფრო მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეეძლება.
|