ცნობილი საფეხბურთო ექსპერტი, ჟოზე ალბერტი ფიქრობს, რომ სეზონის ბოლოს იტალიის ჩემპიონის ტიტულს კვლავ მილანის "ინტერი" დაისაკუთრებს. იტალიელისვე აზრით, "რომას" სკუდეტოს მოპოვების ძალიან ლიზერული შანსი აქვს, ეს ყველაფერი კი ფრანჩესკო ტოტის ხშირი ტრავმიანობით აიხსნება.
"ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უპირატესობას მილანის ინტერს ვანიჭებ. ვფიქრობ, მაურინიოს გუნდს სკუდეტოს მოპოვების ყველაზე რეალური შანსი აქვს." – განაცხადა ალბერტიმ ForzaRoma.info-თან ინტერვიუში. "რომა ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ მგლებს ერთი სერიოზული პრობლემა აქვთ და ეს ფრანჩესკო ტოტია... საქმე იმაში მდგომარეობს, რომ გუნდის კაპიტანს საკუთარი თავის კარგად წარმოჩენაში ხელს ხშირი ტრავმიანობა უშლის, რომა კი ტოტის გარეშე ერთი ჩვეულებრივი კლუბია..."
შეგახსენებთ, რომ კვირის ბოლოს "ნერაძურა" – "ფიორენტინას" დაუპირისპირდება, "რომა" კი "კატანიას" შეერკინება.
|