რობერტო კარლოსმა და რონალდომ გოლები და საგოლე პასები მიითვალეს, კორინთიანსმა კი რიო კლარო გაანადგურა. სან პაულოს შტატის ჩემპიონატის 19 ტურში კვლავ იმარჯვა კორინთიანსმა. ტიმაომ ამჯერად რიო კლარო გაანადგურა. "რიო კლარო” ჩემპიონატის ერთერთი აუთსაიდერია, 19 თამაშში მათი მონაგარი მხოლოდ 19 ქულაა. ამიტომ ბევრისთვის მოულოდნელი იყო ის, რომ მე-13 წუთზე სწორედ სტუმრებმა გახსნეს ანგარიში. მეკარის შეცდომით ისარგებლა ლუსიანომ და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ მოედანზე მხოლოდ კორინთიანსის ფეხბურთელები ქმნიდნენ მომენტებს. ანგარიში მათ პირველივე ტაიმში გაათანაბრეს. გოლი ორი ლეგენდარული ფეხბურთელის მოქმედებების შედეგად გავიდა. რობერტო კარლოსის ზუსტი პასის შემდეგ ანგარიში რონალდომ გაათანაბრა. პირველ ტაიმში მიუხედავად "ტიმაოს” უპირატესობისა მეტი ბურთი აღარ გასულა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე "კორინთიანსის” ფებხურთელები შეტევაში წავიდნენ. 48-ე წუთზე დენტინიომ ანგარიში 2:1 გახადა, 52-ზე კი რონალდოს შესნანიშნავი პასის შემდეგ იარლიმ მესამე გოლი გაიტანა "რიო კლაროს” კარში. ამით "ტიმაო” არ დაკმაყოფილდა. 66-ე წუთზე რობერტო კარლოსმა უძლიერესი დარტყმით "ტიმაოს” უპირატესობა 3 ბურთიანი გახადა. ამ მატჩში წერთილი კი დენტინიომ დასვა. რობერტო კარლოსმა თითქმის მთელი მოედანი გაირბინა იმის გამო, რომ უზუსტესი პასით მეკარესთან პირისპირ დაეტოვებინა თანაგუნდელი, რომელმაც ეს შეტევა გოლით დაასრულა. საბოლოო ანგარიში 5:1. კორინთიანსმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. მანო მენესესის გუნდი მეხუთე პოზიციაზეა 35 ქულით, თუმცა მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება მეორეზე მყოფ სანტო ანდრეს. პირველზე კი კვლავ "სანტოსია. მათ აქტივში 44 ქულაა.
კორინთიანსი სანტოსი, ჟუსილეი, პაულო ანდრე, ვილიამი, რობერტო კარლოსი, მარსელო, ელიასი, ჩეკო (იარლი), დანილო (ედუ), დენტინიო (დეფედერიკო), რონალდო.
რიო კლარო სიდნეი, ლუკასი, ლუსიანო, ნელინიო, რობინიო (ვილიამი), პერინი, აველარი, ჰენრიკე (ფერნანდო), ლუის ფერნანდო, ედუ, დავიდი (მირანდინია).
გოლები: 13′ – ლუსიანო 0:1, 32′ – რონალდო 1:1, 48′ – დენტინიო 2:1, 52′ – იარლი 3:1, 66′ –რობერტო კარლოსი 4:1, 75′ – დენტინიო 5:1.
გაფრთხილება: ვილიამი (კორ.), ნელინიო, ჰენრიკე, რობინიო, პერინი.
მსაჯი: მარსელო სოუზა.
გოლები:
|