მილანის ინტერი, ჯენოას გამოცდილი ნახევარმცველის, ჯანდომენიკო მესტოს გადმობირებას, ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე გეგმავს, ამჟამად კი, გრიფონებთან ყველანაირი სატრანსფერო მოლაპრაკებები დახურულია.
მიმდინარე სეზონში, მესტოს ანგარიშზე ხუთი გოლი და უამრავი საგოლე გადაცემაა. "ნერაძურას" პრეზიდენტი, მასიმო მორატი, ყველაზე მეტად ჯანდომენიკოს ტექნიკური არსენალით მოიხიბლა. 27 წლის ნახევარმცველი ფაქტიურად უნივერსალია, მას ნებისმიერ პოზიციაზე მაღალ შეუძლია ასპარეზობა, იგი ცენტრალური და ფლანგელი ნახევარმცველის ფუნქციებს ყველაზე კარგად ასრულებს, მაგრამ მესტომ რამდენიმე შეხვედრაში ფლეიმეიკერის ფუნქციებიც მშვენივრად შეითავსა.
|