ევერტონი” აპირებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის დროს მილანის ინტერის ნახევარმცველის, სულეი მუნტარის შეძენას. კამფეტების მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი აპირებს ძლიერი ზურგის შექმნას შეტევისთვის. ნახევარდაცვაში ევერტონს ძირითადად კრეატიული ფეხბურთელები ჰყავს, ჩამშლელი ფაზა ცოტა მოიკოჭლებს. გუნდში საყრდენად ბელგიელი მარუან ფელაინი იყო, მაგრამ მან ურთულესი ტრავმა მიიღო, რის გამოც შეიძლება 2010 წლის ბოლომდე ვერ ითამაშოს. გარდა ამისა, დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ მარუანი გუნდში მან დაცვის ცენტრში სათამაშოდ მოიყვანა. თავის მხრივ მუნტარიც არ არის წინააღმდეგი პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე. 25 წლის ნახევარმცველი "ინტერში არაა ძირითადის ფეხბურთელი. მან სერია ა-ში გამართულ 33 ტურში, მხოლოდ 15-ჯერ დაიწყო ძირითადში თამაში. გარდა ამისა, არც ნერაძურის ხელმძღვანელობა უნდა იყოს მისი გაშვების წინააღმდეგი. უფრო მეტიც, მათ უკვე ყავთ მუნტარის შემცვლელი მაკდონალდ მარიგას სახით, რომელიც ინტერში პარმადან გადავიდა.
მუნტარის შეძენით კიდევ ერთი ინგლისური კლუბი, ტოტენჰემი იყო დაინტერესებული. თუმცა სავარაუდოდ ტოტენჰემს აღარ ენდომება მუნტარის დამატება, რადგან მათ უკვე იყიდეს ერთი ფეხბურთელი მის ადგილას. ეს ფეხბურთელი კი ბრაზილიელი სანდროა.
au aguero tu gadmovida dzan magari iqneba.. me kidee arc fabregasi minda da arc vargasi lijbi quaresmam ise itamashos rogorc adree roja texnaria ras tamashobda da exla ra chirs bliad :S:S