კიელინი არბიტრებს აკრიტიკებს
ძაკერონი დამწუხრებულია
ძანეტი თანაგუნდელებს ემადლიერება
ინტერთან წაგება მძიმე შეგრძნებაა
კიელინი არბიტრებს აკრიტიკებს
ტურინის იუვენტუსის ცენტრალური მცველი, ჯორჯო კიელინი, გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ (ინტერი 2–0 იუვე), არბიტრების მისამართით უარყოფით დამოკიდებულებას ღიად გამოხატავდა და ბიანკონერის წარუმატებელ გამოსვლას, მსაჯებს აბრალებდა.
ვფიქრობ, მიღწეული შედეგი, არბიტრების სინდისზეა... – ციტირებს კიელინი.
სისიკო, არც პირველ და არც მეორე ყვითელ ბარათს არ იმსახურებდა, არ მიყვარს არბიტრების მისამართით უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა, მაგრამ გუშინდელ შეხვედრაში, მათი მიკერძოებული მოქმედებები ძალიამ გამაღიზიანებელი იყო.
ჩვენი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა, ფაქტიურად შეუძლებელი გახდა, ეს კი არბიტრების არადამაჯერებელი მოქმედებების ბრალია... ყოველი ჩვენგანი, შესანიშნავად ირჯებოდა, მაგრამ ზემოთ ხსნებული მიზეზების გამო, ჩვენს ოცნებას ძირი გამოეთხარა.
ძაკერონი დამწუხრებულია
გუშინდელი მატჩის შემდეგ, რომელიც მილანის ინტერსა და ტურინის იუვენტუსს შორის გაიმართა (2–0), ბიანკონერის მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტო ძაკერონიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. იტალიელი სპეციალისტი, მიღწეული შედეგით ძალიან უკმაყოფილოა.
ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ გააძევა შეხვედრის არბიტრმა მოედნიდან, მომო სისოკო. – აცხადებს ძაკერონი.
გასული მატჩი, ძალიან უხეში გამოდგა, ამ ყველაფერს მსაჯის არადამაჯერებელი მოქმედებებიც დაემატა და საბოლოოდ რა შედეგი მივიღეთ, ყველამ კარგად ნახეთ.
ჩემს ფეხბურთელებთან სასაყვედურო არაფერი მაქვს, მათ თავი არ დაზოგეს და ისინი თითოეულ ეპიზოდში ბოლომდე იბრძოდნენ... ჩვენ ასეთ წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით, მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ იუვეს მარცხი, შეხვედრის არბიტრის სინდისზეა.
ძანეტი თანაგუნდელებს ემადლიერება
ინტერმა ლიდერობა დაიბრუნდა, იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსები შეიმცირა, ხავიერ ძანეტიმ კი სერია A-ში, თავისი მე–500 მატჩი, ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულა. არგენტინელმა ფეხბურთელმა, როგორც ყოველთვის, გუშინდელ თამაშშიც დიდებულად იასპარეზა და საკუთარი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
გუშინ ღამით, ძალიან ლამაზი გამარჯვება მოვიპოვეთ...– აცხადებს ძანეტი. გუნდი მოედანზე შექმნილ მდგომარეობას მთელი შეხვედრის განმავლობაში სრულად აკონტროლებდა.
სერია A-ში წარმატებული გამოსვლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის დროც მოვიდა... ახლა უკვე, ჩვენი ყურადღება ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირისკენ უნდა მოვმართოთ და კატალონიის ბარსელონასთან მატჩზე ვიფიქროთ.
ყველა ჩვენგანს კარგად ესმის, რომ ბარსა ამჟამად მსოფლიოში საუკეთსო გუნდია, მაგრამ ჩვენ მილანის ინტერში ვთამაშობთ, გუნდში რომელიც ყოველთვის, ყველას აკვირვებს.
გუშინდელ შეხვედრაში, დუგლას მაიკონს გამოვყოფდი, იგი ყოველ დღე ამტკიცებს, რომ ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია. საერთოდაც, ყველა ჩვენგანმა შესანიშნავად ითამაშა და ამისთვის 'ინტერისტებს' დიდ მადლობას ვუხდი.!!!
ინტერთან წაგება მძიმე შეგრძნებაა
ტურინის იუვენტუსის გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ მისი მომავალი არ არის დამოკიდებული წლევანდელ შედეგზე. გუშინდელი მარცხის შემდეგ ბუფონის კლუბიდან წასვლა კვლავ აქტუალური თემაა. იტალიაში მიიჩნევენ, რომ ჯიჯი არ აპირებს არაკონკურენტუნარიან კლუბში გაჩერებას, თუმცა თავად ბუფონი საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
სად წავალ და სად დავრჩები არ არის დამოკიდებული შედეგებზე. მე სულ სხვა რამეზე ვფიქრობ, როდესაც ჩემს მომავალს ვეხები. ინტერთან წაგება მძიმე შეგრძნებაა, მაგრამ ეს არანაირად ა რმოქმედებს ჩემს მომავალზე. მე მსურს აქ დარჩენა, რადგანაც მივიჩნევ, რომ მომავალი სეზონიდან იუვე უკვე ჭაობიდან ამოსული იქნება. -განაცხადა ბუფონმა
|