ვარგასი ინტერს მიუახლოვდა
დიდი შანსია, რომ მილანის ინტერმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფიორენტინას მცველი ხუან მანუელ ვარგასი დაიმატოს…
შავ-ლურჯები აპირებენ, რომ 26 წლის მცველის სანაცვლოდ ფიორეს 14-15 მილიონი ევრო გადაუხადონ. ასევე მილანელები მზად არიან ვარგასის სანაცვლოდ ფიორენტინაში ერთი ფეხბურთელი გაუშვან – თუკი ბარტერი მართლაც განხორციელდება, მაშინ მთავარი პრეტენდენტები ნერიაძურიდან ფიორენტინაში გადასვლისა სალი მუნტარი და რიკარდო კუარეჟმა არიან.
|