ჟოზე მაურინიოა ბალოტელის მოქმედებაზე საუბრობს "ვწუხვარ იმის გამო რომ ბალოტელის გულშემატკივარი თავს დაესხა.მინდა გულშემატკივარსა და ფეხბურთელებს შორის კარგი დამოკიდებულება იყოს.მაგრამ ამჯერად მათი მესმის. შევიყვანე კივუ და ყველაფერი გააკეთა,ასევე სტანკოვიჩმა,ბალოტელი კი ... ყველა მეთოდი გამოვიყენე,მაგრამ მისი მოტივაციის ამაღლება ვერ მოვახერხე.თუკი მომავალ სეზონში მე ისევ გავაგრძელე აქ მუშაობა,აჯობებს ბალოტელი აღარ დარჩეს გუნდში.
სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო და ფეხბურთელებმა თითქმის მკვდრებმა დატოვეს მოედანი,მან კი ყველას იმედი გაუცრუვა თავისი მოქმედებით.ამას დაერთო მისი მაისურის ისტორია.
შაბათს თამაში გვაქვს და ისიც მიიღებს მონაწილეობას.მე არანაირი პრობლემა არ მაქვს.ვფიქრობ მას შანსი ეძლევა დაანახოს გულშემატკივარს რომ ჩვენს გვერდითაა
|