ტრავმა, რომელიც მაიკონმა "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო, სრულად მოიშუშა. ასე, რომ მაურინიოს გუნდის განაცხადს, მილანის "ინტერის" უდავო ლიდერი დაუბრუნდა, ფეხბურთელი, რომელიც მიმდინარე წელს საოცარ სეზონს ატარებს. ბრაზილიელი მარჯვენა მცველი "ატალანტასთან" გასამართი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
როგორც მოგეხსენებათ, "ბლაუგნარას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მაიკონსა და ლეო მესის შორის სერიოზული შეჯახება მოხდა, რის შემდეგაც ბრაზილიელმა უკანა ხაზელმა 3 კბილი დაკარგა... ამჟამად კი დუგლასს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ აწუხებს და მომავალი შეხვედრისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადება.
|