+ ვიდეო
მილანის ინტერმა საკუთარ მოედანზე სერია A-ს 35-ე ტურის მატჩში გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს "ატალანტას” უმასპინძლა და 3-1 გაიმარჯვა. იმის გამო, რომ "ნერიაძურის” მომავალ კვირაში "ბარსელონასთან” აქვს საჩემპიონთა ლიგო მატჩი გასამართი პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მაურინიომ რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა. ანგარიში ყველასათვის მოულოდნელად მე-5 წუთზე გაიხსნა, როდესაც სტუმართა ფეხბურთელმა სიმონე ტირიბოკიმ მოახერხა მილანელთა კარის აღება. 24-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება დიეგო მილიტომ მოახერხა, ტაიმის მიწურულს, კერძოდ კი 35-ე წუთზე მარიგამ გაიტანა ძლიერი დარტყმით გოლი, ასისტენტობა მას ეტო’ომ გაუწია, ეს უკანასკნელი "კამპ ნოუზე” გასამართ შეხვედრაში თავის გუნდს ვერ დაეხმარება. მეორე ნახევარში ეტო’ომ კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო გოლი კრისტიან კივუმ გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. "ინტერი” კვლავ დაწინაურდა 2 ქულით საჩემპიონო ბრძოლაში, მაგრამ დღეს "რომა” გამართავს თავის მატჩს საკუთარ მოედანზე "სამპდორიას” წინააღმდეგ და დიდი შანსია, რომ ლიდერი კვლავ დედაქალაქური კლუბი შეიქმნას.
|