მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობა "საფრანგეთის" ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" გოლკიპერის გადაბარებითაა დაინტერესებული. ინტერნეტ-გამოცემა transfermarketweb-ის ცნობით, მილანური გრანდის შეფები ლორისს, ჯულიო სეზარის შემცვლელად ასახელებენ. "სეზარის სახით ჩვენ შესანიშნავი კიპერი გვყავს, მაგრამ საჭიროა მომავალზე ფიქრი. ვფიქრობთ უგო ლორისი სეზარის ღირსეული შემცვლელი იქნება. მართალია ფრანგს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაკავებლად მას დრო დასჭირდება, მაგრამ ეს დრო მან ინტერის და სრულიად იტალიის ფეხბურთის შესწავლაში უნდა გაატაროს"-ამბობს "ნერაძურის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 23 წლის ლორისმა საფრანგეთში ჩატარებული 31 მატჩიდან 18 გოლი გაუშვა, წლევანდელ ჩემპიონთა ლიგის 11 მატჩში კი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს მხოლოდ შვიდჯერ მისცა საკუთარი კარის აღების საშუალება. აქვე გეტყვით რომ 2008 წელს ლორისი "ნიცას" შემადგენლობაში გამოდიოდა, მისი შეძენა ინტერის თანაქალაქელ "მილანს" სურდა, მაგრამ მხარეები სატრანსფერო ღირებულებაზე ვერ შეთანხმდნენ და იმავე წელს კიპერი "ლიონში" გადაბარგდა.
|