კამერუნის ნაკრების ლიდერმა და მთავარმა მეგოლემ სამუელ ეტოომ განაცხადა, რომ როჯერ მილას კრიტიკა შეიძლება გახდეს მისი მსოფლიო ჩემპიონატზე არ წასვლის მიზეზი. "ამის გამო მე უნდა წავიდე მსოფლიო ჩემპიონატზე? მე ჯერ კიდევ რამდენიმე დღე მაქვს გადაწყვეტილების მისაღებად. მე პირადად ეს მსოფლიო ჩემპიონატი არ მჭირდება" - განაცხადა კამერუნელმა ჟურნალისტებთან საუბარში.