სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა. გუნდებს, რომლემბაც გუშინდელი დღის ღამის 12 საათამდე ვერ მოასწრეს ყველა აუცილებელი დოკუმენტის გაფორმება სასურველ ფეხბურთელთან, ზამთრის სატრანსფერო სეზონამდე მოცდა მოუწევთ. უკვე გასულ სატრანსფერო პერდიოდში ყველაზე აქტიური გუნდი "მანჩესტერ სიტი" გამოდგა, "ქალაქელები" დაუნდობლად ხარჯავდნენ თანხებს ფეხბურთელების შესაძენად. ტრადიციულად ფულის ხაჯვას არც ფლორენტინო პერესი ერიდებოდა, თუმცა წინა სეზონთან შედარებით "სამეფო კლუბმა" ბევრად ნაკლები თანხა გაიღო სასურველი ფეხბურთელებისთვის. აღსანიშნავია ასევე რუსული გუნდების საგრძნობი აქტიურობა, რომლებიც მთელი პერიოდის განმავლობაში ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვით იყვნენ დაკავებულნი. გთავაზობთ რამოდენიმე საინტერესო სტატისტიკას, რომელიც ამ ზაფხულს დაფიქსირდა.
- გუნდები, რომლებმაც 2010/2011 წლების სეზონზე ყველაზე დიდი თანხები დახარჯეს ფეხბურთელების შესაძენად:
1. €146 მილიონი - მანჩესტერ სიტი 2. €81 მილიონი - მადრიდის რეალი 3. €72 მილიონი - ბარსელონა 5. €56 მილიონი - იუვენტუსი 4. €48 მილიონი - ზენიტი
- გუნდები, რომლებმაც 2010/2011 წლების სეზონზე ყველაზე დიდი თანხები მიიღეს ფეხბურთელების გაყიდვის შედეგად:
1. €84 მილიონი - ვალენსია 2. €53 მილიონი - ინტერი 3. €50 მილიონი - ბენფიკა 4. €45 მილიონი - ბარსელონა 5. €38 მილიონი - ლივერპული
- ტოპ ტრანსფერები ფასების მიხედვით, რომლებიც 2010/2011 წლების სეზონზე განხორციელდა:
1. €40 მილიონი - დავიდ ვილია (ვალენსია - ბარსელონა) 2. €32 მილიონი - დავიდ სილვა (ვალენსია - მანჩესტერ სიტი) 3. €30 მილიონი - ჯეიმს მილნერი (ასტონ ვილა - მანჩესტერ სიტი) 4. €28 მილიონი - მარიო ბალოტელი (ინტერი - მანჩესტერ სიტი) 5. €25 მილიონი - ანხელ დი მარია (ბენფიკა - მადრიდის რეალი)
|