ორშაბათი, 23.12.2024, 05:10
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » მაისი » 25 » ლეონარდოს პირველი სამწვრთნელო ტიტული იტალიის თასია
23:03
ლეონარდოს პირველი სამწვრთნელო ტიტული იტალიის თასია





იტალიის ბოლო წლების საუკეთესო გუნდმა, მილანის „ინტერმა" არც მიმდინარე სეზონი დაასრულა უტიტულოდ და ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეშვიდედ მოიგო ქვეყნის თასი.

თასის ფინალურ შეხვედრაში, „ინტერის" მეტოქე „პალერმო" იყო. აწ უკვე დასრულებულ სეზონში, „პალერმო" ცუდი გუნდის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებდა, მაგრამ ფინალურ მატჩში, გამოკვეთილ ფავორიტებად მაინც მილანელები ითვლებოდნენ, რომლებმაც იმედების გამართლება მოახერხეს.

მიუხედავად იმისა, რომ რომის ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ მატჩში, გოლის გატანის შანსი სიცილიელებს არაერთხელ მიეცათ და შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ, ისინი მეტოქეს სჯობდნენ კიდეც, მაგრამ ლეონარდოს გუნდმა მაინც მოახერხა ორბურთიანი სხვაობით მოგება.

ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც სნეიდერის ძალიან კარგი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა ეტოომ, არანაკლებ კარგად ითამაშა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თავის პოზიციაზე, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ძირითადი დროის დასრულებამდე 13 წუთით ადრე, „ინტერის" უპირატესობა სოლიდური გახდა და მილანელები ამას კვლავ სნეიდერსა და ეტოოს უნდა უმადლოდნენ. ჰოლანდიელის მორიგი ზუსტი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა კამერუნელმა, კვლავ ზუსტად დაარტყა და თითქოს მოკლა კიდეც შეხვედრაში ინტრიგა.

88-ე წუთზე, არბიტრმა „პალერმოს" კუთხურის მოწოდების უფლება აჩუქა და მისი ეს გადაწყვეტილება ყურადღების მიღმა დარჩებოდა, სტანდარტის გათამაშების დროს, თავისი წილი შეცდომა მილანელ მცველებსაც რომ არ დაეშვათ. შედეგად, მუნიოსმა საკმაოდ იოლად გაქვითა ერთი ბურთი და სიცილიელებს თამაშის გადარჩენის იმედი დაუბრუნა, მაგრამ მალევე, არგენტინელმა მცველმა მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და „პალერმო" კაცნაკლული დატოვა.

შეხვედრის ბოლო გოლი მე-3 დამატებულ წუთზე გავიდა, როდესაც შეტევის მარცხენა ფლანგზე ძალზე კარგად მოთამაშე პანდევის გადაცემა, დაახლოებით 6 მეტრიდან დარტყმით, შეცვლაზე შესულმა დიეგო მილიტომ აქცია გოლად.

გუშინდელმა მოგებამ, „ინტერის" ბრაზილიელ დამრიგებელს, ლეონარდოს, მწვრთნელობის დროს, პირველი ტიტული მოუტანა, ხოლო მილანელებმა, იტალიის თასის მეშვიდედ მოგებით, ამ მხრივ რეკორდსმენ „რომასთან" და „იუვენტუსთან", ჩამორჩენა ორ თასამდე შეამცირეს.




ინტერი-პალერმო 3:1 (1:0)

რომი, "ოლიმპიკო”



ინტერი(4-3-1-2): სეზარი, ნაგატომო, ლუსიო, რანოკია, კივუ, ძანეტი, მოტა (მარიგა 83), სტანკოვიჩი, სნეიდერი (მილიტო 87), პაცინი (პანდევი 61), ეტოო.

მწვრთნელი: ლეონარდო.

პალერმო(4-3-2-1): სირიგუ, კასანი, მუნიოსი, გოიანი (კაროციერი 24), ბალცარეტი, მილიაჩო, აკვა (მიკოლი 55), ნოჩერინო, ილიჩიჩი, პასტორე, ერნანდესი (პინილია 79).

მწვრთნელი: დელიო როსი.

გოლები: 1:0 ეტოო (27), 2:0 ეტოო (77), 2:1 მუნიოსი (88), 3:1 მილიტო (90).

გაფრთხილებები: აკვა 26, მუნიოსი 52, კაროციერი 69.

გაძევება: მუნიოსი 90.

მსაჯი: ემიდიო მორგანტი.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 8 (5)-12 (5), კუთხური: 1-4, თამაშგარე: 1-2, სეივი: 5-1, ჯარიმა: 7-16.

ნანახია: 634 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 inter  
0

2 inter  
0
Gilocavt InterlebO

3 uta  
1
mec gilocavt es tasi nagdad gvekutnoda mara 6-shi milantan upro magari ikneba superpinali

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter