თუ წინა წელს, ინტერი ვარსკვლავური-გუნდი იყო გენიალური მწვრთნელის ხელში, ახლა გუნდი ერთ ფეხბურთელად გადაიქცა. ყველა შემთხვევაში, "ინტერის” საუკეთესო ფეხბურთელი სამუელ ეტო’ოა. ხუმრობა ხომ არ არის- კამერუნელმა თავდამსხმელმა 37 გოლი გაიტანა ამ სეზონში (ყველა ტურნირში) და დაამყარა პირადი რეკორდიც.
უკანასკნელი ორი გოლი, რომელიც სამუელმა გუშინდელ შეხვედრაში შეაგდო, "ინტერს” დაეხმარა, რომ იტალიის თასი მოეპოვებინა:
"37 გოლი შტამბეჭდავი შედეგია, თუმცა თასის მოგება- უფრო სასიამოვნო”. -განაცხადა სამუელ ეტო’ომ მატჩის შემდგომ "რაი”-სთან ინტერვიუში. – "გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი ბრწყინვალე საღამოსთვის”.
"ასეთი მაგიური საღამოს შემდეგ შემიძლია დავამოწმო, რომ "ინტერში” დავრჩები. ამაში დარწმუნებული ვარ”. – დაასრულა კამერუნელმა.
აფრიკელი ბომბარდირი მესამედ გადასცდა 30 გოლიან ზღვარს სეზონში – ადრე ასეთი რამ ორჯერ მოხდა "ბარსელონაში” (34 და 36).
|