დღეს ,თბილისის დროით 22:45 წუთზე ლომბარდიაში დიდი ამბები იქნება,ხუმრობა საქმე ხომ არაა,ერთმანეთს ორი იტალიური და კერძოთ მილანური გრანდი ხვდება და ნებისმიერ შემთხვევაში მათ დაპირისპირებას ყოველთვის ახლავს უზარმაზარი ინტერესი,საუბარია დერბი " de la madonnina " -ზე. რაც შეეხება კლუბების მდგომარეობას: ცხრილში ინტერი მდევრის როლშია და იგი 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ მილანს,ეს უფრო ამწვავებს მადონინას ინტრიგას.მოგების შემთხვევაში გალიდერდება ინტერი და 1 ქულით გაუსწრებს მილანს,ხოლო პირიქით თუ მოხდა,მაშინ ინტერს მხოლოდ თეორიული შანსი დარჩება სკუდეტოს მოგებისა.დისციპლინარული მდგომარეობა მილანისთვის მეტად რთულია,რადგან მას დააკლდება იბრაჰიმოვიჩი,შეგახსენებთ,ზლატანმა ბარისთან მათჩში წითელი ბარათი მიიღო და 3 თამაშიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.რაც შეეხება ინტერს - მას ლუსიო დააკლდება. კლუბების სმადონინო განაცხადები ასეთია: მილანი: აბიატი, ამელია, აბატე, ანტონინი, ნესტა, პაპასტატოპულოსი, ტიაგუ სილვა, ზამბროტა, იეპესი, ბოატენგი, ემანუელსონი, ფლამინი,გატუზო, მერკელი, ზეედორფი, შტრასერი, ვან ბომელი, კასანო, პატო, რობინიო
ინტერი: ჟულიო სეზარი, კასტელაცი, ორლანდონი, კორდობა, ძანეტი, მაიკონი, რანოკია, მატერაცი, კივუ, ნაგატომო, სტანკოვიჩი, ტიაგუმოტა, სნეიდერი,ხარჯა, მარიგა, კამბიასო, ობი, კოუტინიო ,პაცინი, ეტოო, მილიტო, პანდევი
მატჩს უმსაჯებს იტალიელი ნიკოლა რიცოლი
|