ფლამენგოს" ბრაზილიელი თავდამსხმელი აცხადებს, რომ თავისი მთავარი პრობლემა მოგვარდა, ანუ მან დალევას დაანება თავი და მავნე ჩვევაც მოიშორა. ადრიანომ 'ბოთლი' შეყვარებულთან წარუმატებელი რომანის შემდეგ აიღო ხელში და მას შემდეგ დაიწყო მისი პრობლემებიც... რამოდენიმე თვის შემდეგ ბრაზილიელს მამა გარდაეცვალა, ამან ორმაგად იმოქმედა ფეხბურთელზე, იგი დღითი დღე ახალ სკანდალებში ეხვეოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადრიანომ თავის მოკვლაც კი სცადა, შემდეგ იყო გამოსაჯანმრთელებელი კურსები და ბოლოს ყველაფერი მოგვარდა, ახლა უკვე ადრიანო ევროპაში დასაბრუნებლად ემზადება.
"რა არის ჩემი მთავარი პრობლემა? დეპრესია ადამიანზე ძალიან ცუდად მოქმედებს, ამით არც ფეხბურთელები არიან დაზღვეულნი. ასე და ამგვარად დრო და დრო სმას მივეძალე, სწორედ ეს იყო ჩემი მთავარი პრობლემა." – განაცხადა ადრიანომ GloboeSporte.com–თან ინტერვიუში.
"თავიდან ლუდის სმა დავიწყე, შეიძლება ითქვას არც მომწონებია, მაგრამ რამოდენიმე დღის შემდეგ 10 ბოთლი ლუდის დალევაც მოვახერხე და ასე გავხდი – "სასმელზე დამოკიდებული."
"პრობლემები არც დღეს მაკლია, მაგრამ ლოთი ნამდვილად არ ვარ... ვისაც ჰგონია, რომ ადრიანო ალკოჰოლიკია ძალიან ცდება."
"ჩემს სისუსტეებს არასდროს ვმალავდი, დღესაც გულღიად გეუბნებით, რომ მთავარი პრობლემა მოვაგვარე და ახლო მომავალში ევროპაში დაბრუნებას ვგეგმავ – დიდ ფეხბურთს უნდა დავუბრუნდე."
|