"მილანის" ვიცე პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ კომენტარი გააკეთა მილიტოს დახიანებასთან დაკავშირებით და მწუხარება გამოთქვა, რომ დიეგო ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
"სამწუხაროა, რაც დიეგოს შეემთხვა, თუმცა ვფიქრობ რომ ის კარიერას არ დაასრულებს, ის დაბრუნდება და კვლავ ითამაშებს, როგორც აქამდე თამაშობდა. დერბი? ეს ისეთივე მნიშვნელოვანი შეხვედრაა როგორც სხვა დანარჩენი".