ფლამენგოს” ბრაზილიელი თავდამსხმელი ადრიანო ზაფხულში იტალიაში დაბრუნებას აპირებს, მისი დამატებით კი "რომაა” დაინტერესებული…
La Gazzetta Dello Sport-ის ცნობით ადრიანოს დამატების ყველაზე კარგი შანსი სწორედ "რომას” აქვს, ამავე გამოცემის მტკიცებით სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ იგი სწორედ დედაქალაქურ კლუბში ჩაირიცხება.
ადრიანო სამშობლოში თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა. მან "ინტერი” დატოვა იმის გამო, რომ კარიერა უნდა დაესრულებინა, მაგრამ ბრაზილიაში ჩასულმა "ფლამენგოსთან” გააფორმა კონტრაქტი.
ადრიანო თავისი ცუდი საქციელით საქვეყნოდაა ცნობილი, სწორედ მისი ხასიათების გამო ხშირ შემთხვევაში უთანხმოება მოსდის ხოლმე მწვრთნელებთან და კლუბების ხელმძღვანელებთან.
აქვე გეტყვით, რომ "რომას” გარდა ფეხბურთელის დამატება "მილანსა” და "იუვენტუსსაც” სურთ.
|