ფლამენგოს ფორვარდმა ადრიანომ განაცხადა, რომ ძალიან მალე იგი დატოვებს ბრაზილიას და კვლავ იტალიას მიაშურებს, სადაც რომას მაისურს მოირგებს. მთელი გასული წლის მანძილზე იწერებოდა ბრზილიელის კალჩოში დაბრუნების შესახებ. მის სახელს რომას გარდა, უკავშირებდნენ მილანსა და იუვენტუსს. თუმცა როგორც ჩანს ამ ტრიოდან გამარჯვებული რომა გამოვიდა.
28-წლის ფორვარდი დარჩენილ ორ შეხვედრას ჩაატარებს ფლუმინენსესა და გრემიოს წინააღმდეგ და შემდეგ დაემშვიდობება ქომაგებს.
მილანის ინტერის ყოფილმა ლიდერმა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიბრუნა ძველი ფორმა, თუმცა როგორც ჩანს, სელესაოს თავკაცისთვის კარლოს დუნგასთვის ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ადრი დღეს ნაკრების მიღმაა.
|