ბოლო დროს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები ბრაზილიელ ადრიანოს კვლავ კალჩოში აბრუნებდნენ. მის სახელს რომას, მილანსა და იუვენტუსს უკავშირებდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ადრიანოს აგენტი ჟილმარ რინალდი, რომელმაც საბოლოოდ ნათელი მოჰფინა თავისი აგნეტის მომავალს. "დაინტერესება იტალიური კლუბებიდან მართლაც არის. თუმცა ჩემი კლიენტი ამჟამად არაფრის განხილვას არ აპირებს. იგი ფლამენგოს ფეხბურთელია და ნაკრებში თამაშზეა კონცენტრირებული." "ადრიანო უმაღლესი დონის ფორვარდია და ის, რომ მის სახელს ყოველდღე ახალ-ახალ კლუბებს უკავშირებენ სრულიად ბუნებრივია." "იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ მას სურს ევროპაში დაბრუნება. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ყველა წინადადების განხილვას მხოლოდ მუნდიალის შემდეგ დავიწყებთ."
|