პარასკევი, 19.04.2024, 23:02
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » აპრილი » 19 » აგენტი: ალვარესი "ინტერში" ბედნიერია
19:16
აგენტი: ალვარესი "ინტერში" ბედნიერია



შეგახსენებთ, რომ ”ინტერის” არგენტინელი ნახევარმცველის ირგვლივ ხშირად ტრიალებდა ინფორმაცია, რომ ”ინტერი” მის გასხვისებას აპირებს. ამ წლის ზამთრის სატრანსფერო ბაზარზეც დიდი შანსი იყო ალვერსს ”ინტერი” დაეტოვებინა და ”ატლეტიკოში” გადაბარგებულიყო, მაგრამ ”ინტერმა” გადაწყვიტა არგენტინელისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცა, გთავაზობთ რიკარდო ალვარესის აგენტის ინტერვიუს:

რას იტყვით ალვარესის შესახებ?

მან გაიარა მართლაც რთული პერიოდი. ის არის ერთერთი საუკეთესო  ფეხბურთელი, რომელიც წამოვიდა ევროპაში სათამაშოდ. რიკის საკუთარი თვისებების გამოვლენაში ხელი შეუშალა ტრამვებმა და ოპერაციამ, რომელიც მან გაიკეთა. მას ესმოდა, რომ უნდა გადაელახა ეს რთული პერიოდი და დღემდე ამას ცდილობს.

აშკარად გააუმჯობესა ალვარესმა საკუთარი თამაში...

ახლა კი უკეთ თამაშობს, მაგრამ სრულ ფორმაში არ არის. მას ჯერ კიდევ სჭირდება გაუმჯობესება და ამისთვის მაქსიმუმს გააკეთებს დარწმუნებული ვარ.

ალვარესი ახლოს იყო ატლეტიკოში გადაბარგებასთან?

დიახ ეს ასე იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, ის ძალიან ბედნიერია ”ინტერში” და უნდა ”ინტერთან” ერთად ბევრ წარმატებას მიაღწიოს.

ამ ზაფხულს დადგება სატრაბსფერო ბაზარზე?

რიკი არის ძალიან ბედნიერი ”ინტერში”, ის თამაშობს დიდ კლუბში და ფიქრობს მხოლოდ ”ნერაძურის” პერანგზე. არვიცი, ჩვენ მუდმივად კონტაქტში ვართ ”ინტერის” წარმომადგენლებთან და რიკის ტრანსფერზე არავინ არ საუბრობს, ურთიერთობა რიკის კლუბთან აქვს შესანიშნავი და ვფიქრობ ის ”ინტერში” დიდ ხანს დარჩება.


ნანახია: 651 | დაამატა: wesleysneijder | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
1 wesleysneijder  
0
es ara gasashvebi dzaan nichieria riki da iedia mixvdnen rom axalgazrdebs shansi unda miscen tundac rikis magaliti exla satamasho dro miec da naxet rogor moumata ase unda yofiliyo coutinhos shemtxvevashic magram uazrod gayides mag transfers marto kovacici maviwyebs es ra yleoba qna moratim[size=11]

2 intereli  
0
შორს ტრამვები და მსაჯების არასწორად ფილტვში ჩასუნთქვა ჩვენს მიმართ...

3 Giuseppe-Meaca  
0
აუცილებლად უნდა დარჩე რიკი ჩვენტან

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter