”ინტერის” ნახევარმცველის ფრედი გუარინის წარმომადგენელმა უარყო ჭორები, რომელთა მიხედვითაც კოლუმბიელს ”ნერაძურის” რიგების დატოვება სურს. შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელი მილანურ კლუბს 2012 წლის იანვარს ”პორტუდან” შეუერთდა. ამჟამად, პრესაში არსებული ინფორმაციის თანახმად, მას სხვა კლუბის მაისურის მორგების დიდი სურვილი აქვს. თანაც მის შეძენაში ლონდონის ”ტოტენჰემია” დაინტერესებული. ასეა თუ ისე, მარსელო ფერეირამ ზემოხსენებული ჭორები უარყო და თქვა, რომ მის კლიენტს ”ნერაძურისთან” ერთად სურს წარმატებების მიღწევა. ”ეს ყველაფერი სიცრუეა. არც ფრედი და არც მე არანაირ ვარიანტებს არ ვეძებთ. მას პროგრესი და წარმატების მიღწევა მხოლოდ ”ინტერში” უნდა”, – განუცხადა მოთამაშის აგენტმა calciomercato.it-ს. ”ტოტენჰემი? მათი მხრიდან ინტერესის თაობაზე არაფერი ვიცი. ამის მიზეზი კი ის უნდა იყოს, რომ ეს ინტერესი უბრალოდ არ ასრსებობს. იმის გათვალისწინებით, რომ ვილაშ-ბოაშთან ხშირად მაქვს საუბარი, პირველი რამე სიახლეს სწორედ მე გავიგებდი”. ”კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ, იმიტომ რომ გუარინს ”ინტერში” ყველაფერი აწყობს”.