როგორ შეაფასებთ კუზმანოვიჩის დებიუტს? მე ვესაუბრე მას და მე ვფიქრობ რომ მან კარგად ჩაატარა თავისი პირველი მატჩი "ინტერში". მას უკეთესად შეუძლია თამაში თუმცა ეს დამოკიდებულია მთელ გუნდზე. ეს დღე უბრალოდ ცუდი დღე იყო "ინტერისთვის". მან თავისი სამუსაო შეასრულა და მე ვფიქრობ რომ მის დებიუტს დადებითი შეფასება მოყვა. კუზმანოვიჩს ამ თამაშში არ დაუშვია შეცდომები და როდესაც გუნდი ითამაშებს კარგად ჩვენ დავინახავთ მის ნამდვილ შესაძლებლობებს.
ტაქტიკურად რა ცვლილებებში დაეხმარება ის ანდრეა სტრამაჩონის?
კუზმანოვიჩს შეუძლია თამაში 2-3 პოზიციაზე. კვირას მან ითამაშა იმ პოზიციაზე სადაც ყველაზე კარგად გამოსდის თამაში. იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში ის სწორედ ამ პოზიციაზე ირჯებოდა.
ყოფნის მას გერმანული გამოცდილება იტალიაში დასაბრუნებლად?
დიახ, "ინტერში" ის უფრო დაიხვეწება. ის მხოლოდ 25 წლისაა მაგრამ მას აქვს ძლიერი ფიზიკური მონაცემები. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო როდესაც "ფიორენტინას" რიგებში იყო და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდა. ის იყო პრანდელის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე.