რომაული კლუბის თავდამსხმელი პაბლო დანიელ ოსვალდო თანახმაა "რომა" "ინტერზე" გაცვალოს.
"ინტერის მხრიდან ოსვალდოს დაინტერესების შესახებ, შეესაბამება თუ არა სიმართლეს? შემიძლია ვთქვა, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს,"–განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.
"მას დანამდვილებით სურს ინტერში თამაში, მაგრამ ამჟამად ვერ გეტყვით, არსებობს თუ არა მათ შორის რამე კონტაქტი, რადგან მე არგენტინაში ვიმყოფები, ოსვალდო კი - ამერიკაშია."
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტში ოსვალდო გუნდთან ერთად შეკრებაზე იმყოფება, მაგრამ მისი მომავალი კლუბში აპრილიდან მოყოლებული ეჭვქვეშაა. გასულ სეზონში წარმოშობით არგენტინელმა ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატში 29 შეხვედრა ჩაატარა და 16 გოლის გატანა მოახერხა.
|