სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციამ(AIPS) მსოფლიოს საუკეთეს მწვრთნელად მილანური "ინტერის” პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო დაასახელა…
96 ქვეყნის 200-მა ჟურნალისტმა ხმათა 36 % აირჩია მოურინიო საუკეთესო მწვრთნელად. ჟურნალისტები თურქეთის ქალაქ, ანტალიაში შეიკრიბნენ. 20 %-ით მეორე ადგილზე "მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი გავიდა, მესამე კი 13,3 %-ით გუს ჰიდინკი გახ;დათ. იტალიისა და ინგლისის ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა მარჩელო ლიპიმ და ფაბიო კაპელომ კი, შესაბამისად ხმათა 8 % და 9,3 % მიიღეს.
AIPS-ის წევრებმა ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტი გუნდიც დაასახელეს. მათი აზრით ბრაზილიაა (28,3 %) ფავორიტი, დუნგას გუნდის შემდეგ კი საუკეთესო შანსი არგენტინას ქონია (23,9). ჟურნალისტების აზრით ესპანეთს (19,6), ინგლისს (10,9) იტალიასა და გერმანიას (ორივეს – 6,5 %) ასევე კარგი შანსები აქვთ მუნდიალის მოგებისა.
ჟურნალისტთა აზრით სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ლიონელ მესი გაიბრწყინებს (43). ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოს მოპოვებაში კი AIPS-ის წევრების აზრით მესის ინგლისელი უეინ რუნი (14,9), ბრაზილიელი კაკა (9,2) ასევე ბრაზილიელი ლუის ფაბიანო (8,1), ესპანელი ფერნანდო ტორესი (6,9), პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ, ესპანელი დავიდ ვილია (ორივეს – 5,8) და კოტ დ’იუვარელი დიდიე დროგბა (4,6) შეეცილებიან.
|