მასიმილიანო ალეგრი გუნდის გუშინდელი თამაშით კმაყოფილია, თუმცა ამ ფონზე მისთვის მატჩის შედეგი მიუღებელია... "არ ვარ გაბრაზებული. პირიქით გახარებული ვარ, რომ "მილანმა"ბრწყინვალე პირველი ტაიმი ჩაატარა, უამრავი საგოლე ეპიზოდით. მეორე ტაიმში მცირედით მოვეშვით, რის გამოც საბოოლოოდ დავისაჯეთ. ბურთი კიდევ უფრო ხშირად უნდა გვქონოდა, ასეთ მატჩები აუცილებლად უნდა მოვიგოთ. პირველ ტაიმში "ინტერი" ჩვენს საჯარიმოსაც კი ვერ უახლოვდებოდა და უბურთოდ სირბილი უწევდა. მეორე ნახევარში დაღლილ "ნერაძურიზე" კიდევ უფრო უნდა გაგვეზარდა ზეწოლა მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ"
სკელოტოს გოლი იყო უკვე მეცამეტე, რაც "მილანმა" ამ სეზონში თავური დარტყმებით გაუშვა, რაც საკმაოდ ცუდი შედეგია. "სკელოტომ შესანიშნავად იბრძოლა , ნაგატომოს ჩაწოდების დროს. აუცილებლად უნდა გაგვეტანა, როცა გვქონდა ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ შეუძლებელია მთელი 90 წუთი თამაში შენს ხელთ გქონდეს. მომენტების რეალიზებაში აუცილებლად გვჭირდება მომატება. ვფიქრობ გუნდი კარგ ფორმაშია. სირცხვილია, რომ ვერ გავიმაჯრვეთ, თუმცა ჩვენ დავამარცხეთ უდინეზე 92 წუთზე, რასაც არ ვიმსახურებდით. ეს ხომ ფეხბურთია. როცა ამის შესაძლებლობა გაქვს თამაში უნდა მოკლა, ჩვენ თითქოს კარგად ვფლობდით ბურთს, თუმცა ძალიან ბევრჯერაც ვკარგავდით მას"